ევროპის პროფესიული ფეხბურთის ლიგათა ასოციაცია უეფასთან თანამშრომლობას წყვეტს
ევროპის პროფესიული ფეხბურთის ლიგათა ასოციაციამ უეფასთან ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტა გადაწყვიტა. დოკუმენტის მოქმედება 2017 წლის მაისიდან შეწყდება.
ასოციაციამ პატარა კლუბების ინტერესების გათვალისწინებით უეფას ორჯერ მოსთხოვა ჩემპიონთა ლიგის რეფორმის გაუქმება, თუმცა როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლარს-კრისტენ ულსონი ამბობს, მის განცხადებას ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში ყურადღება არ მიაქციეს. შესაბამისად, ევროპის პროფესიული ფეხბურთის ლიგათა ასოციაციასა და უეფას შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი შეწყდება. ამ გადაწყვეტილებას მხარი 23-დან 22 ლიგამ დაუჭირა.
მემორანდუმის გაუქმების შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატებში მატჩები შესაძლოა, ევროთასების შეხვედრების დღეებშიც დაინიშნოს.
უეფამ პროფესიული ფეხბურთის ლიგათა ასოციაციას გადაწყვეტილების შეცვლისთვის დრო მისცა.