ევროპის ყველაზე სტაბილური კლუბი ნაპოვნია – რაფა ბენიტესის “ნიუკასლი”
ნამდვილად რთულია იმის მიხვედრა, თუ რატომ დავასახელეთ რაფაელ ბენიტესის “ნიუკასლი” ევროპის ყველაზე სტაბილურ კლუბად. თუმცა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რიცხვებს შეუძლიათ.
ინგლისში რაფა ბენიტესს ბევრი ჯადოქარადაც კი მიიჩნევს, ამის საბუთად კი ორი რამ მოყავთ – პირველი 2005 წლის სტამბოლის ფინალი გახლავთ, მეორე კი ყველასთვის კარგად ნაცნობი გიფი.
ნიუკასლში ყოფნისას კი, რაფა ბენიტესმა ციფრებით მანიპულაციას მიჰყო ხელი. მიუხედავად იმისა, რომ “ნიუკასლი” სტაბილურობასთან ახლოსაც არ არის, რასაც საპროტესტო აქციების სიხშირეც უსვამს ხაზს, სტატისტიკურად, პრემიერ ლიგის 35 ტურში რაფას გუნდს ზუსტად იმდენივე ქულა, მოგება, წაგება, ფრე და გოლების თანაფარდობა აქვს დაგროვებული, რამდენიც გასულ წელს, ზუსტად ამ დროს.
რაფაელ ბენიტესის "ნიუკასლის" სტატისტიკური მაჩვენებლები პრემიერ ლიგის 35 ტურის შემდეგ 👌 pic.twitter.com/eyrmAis5oP
— Jakob Kapanadze (@BlaCK80766679) April 22, 2019