ევროპის საბჭო და საქართველო გარიგებულ თამაშებზე საერთო პროგრამას შეიმუშავებენ (ვიდეო)

თარიღი: თებერვალი 28, 2017

საქართველო სწრაფად მიიწევს წინ და სპორტის სფეროში ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს წარმატებით ართმევს თავს – ასეთი შეფასება მისცა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ეპასის აღმასრულებელმა მდივანმა სტანისლას ფროსარდსმა, რომელმაც კმაყოფილება გამოთქვა ეპასის მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხზე.

“ეპასის ეგიდით მინისტრების შეხვედრაც იგეგმება, სადაც მოხდება ნაციონალური სპორტის პროგრამის ინმპლემენტაცია, ეს იქნება ანტიდოპინგური და გარიგებულ თამაშებზე საერთო ხედვის და პროგრამის ჩამოყალიბება, ეს ყველაფერი კი ამ პრობლემების მართვას შეუწყობს ხელს” – ეს განცხადება თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ეპასის (ევროპის საბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის სფეროში) აღმასრულებელმა მდივანმა სტანისლას ფროსარდსმა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან, ტარიელ ხეჩიკაშვილთან სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ამასთან, მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოსა და ეპასის ფარგლებში მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მათ შორის: ევროპის საბჭოს სპორტის სფეროში არსებული კონვენციების მდგომარეობა, ეროვნულ დონეზე არსებული სიტუაცია, კარგი მმართველობის პრინციპების დახვეწა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელით ხელმოწერილია “სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენცია, “დოპინგსაწინააღმდეგო კონვენცია” (2003 წ) და “ფეხბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე დაცულობის, უსაფრთხოებისა და მომსახურების ერთიანი მიდგომების შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენცია (2016), ხოლო საქართველო ეპასის ოფიციალური წევრია 2010 წლიდან.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: “ევროპის საბჭოსთან ერთად ჩვენ გვაქვს საინტერესო პროექტები, სტუმარმა კმაყოფილება გამოთქვა, ქართული მხარის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ბოლო წლების განმავლობაში. გარიგებული თამაშების კუთხით, ასევე სტადიონებზე ძალადობის ბრძოლის თვალსაზირისით გვაქვს გარკვეული წარმატებები, თუმცა ამ მიმართულებით კიდევ უნდა ვიმუშავოთ. ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან შეგვიძლია მეტი სარგებელი მივიღოთ, მმართველობის და მენეჯმენტის ხარისხის მიმართულებით. ეს რეფორმები მნიშვნელოვანია და ქართულ სპორტს უთუოდ სჭირდება, რათა საქართველო იყოს სანიმუშო ქვეყანა სწორი მენეჯმენტისა და სპორტის სწორი განვითარების კუთხით”.

სამინისტროს პრესსამსახური



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლეგენდარული ფანი, კნოლსი “ალკმაარის” ფანების წინააღმდეგ (ვიდეო)

“ვესტ ჰემის” ლეგენდარული ფანი კნოლსი “ალკმაარის” ფანებს მარტო დაუპირისპირდა. West Ham fan "Knollsy" protecting the [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები გაბრაზებული არიან – რონალდოც გაბრაზებულია (ვიდეო)

საუდის არაბეთში რონალდოს “ალ ნასრმა” მორიგი მატჩი ვერ მოიგო. თამაშის შემდეგ რონალდოსთან მეტოქე გუნდის მწვრთნელამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჯიქიამ ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა (ვიდეო)

მოსკოვის “სპარტაკის” კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ “კრასნოდარის” ფეხბურთელი კადი ბორხესი სიკვდილს გადაარჩინა. მეორე ტაიმში ჯიქია და ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჩაკვეტაძის საოცარი აცილება ცარიელ კარში (ვიდეო)

გიორგი ჩაკვეტაძის, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას “სლოვანმა” “ჟილინა” 2-4 დაამარცხა. 0-2-ზე ჩაკვე ერთ-ერთზე გავიდა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლის” ფანები გაგიჟებულები არიან | ხვიჩას ლაივი და ჩემპიონების ზეიმი ნეაპოლში (ვიდეო)

გუშინ “ნაპოლიმ” ტურინის “იუვენტუსი” ბოლო წუთებზე 0-1 დაამარცხა და პრაქტიკულად გაინაღდა 33 წლის შემდეგ სერია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ დასცინა კომენტატორმა უპამეკანოს? უპა-მაგუაიერი (ვიდეო)

“ბაიერნი” – “მანჩესტერ სიტის” 2 მატჩიან დაპირისპირებაში ყველაზე ცუდი ფეხბურთელი დაიო უპამეკანო იყო. უპამეკანომ ყველაფერი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას სუპერ მომენტი “მილანთან” (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელია “მილანის” მარჯვენა მცველს დავიდე კალაბრიას ერთ-ერთ მომენტში ძალიან მაგრად გასცდა....
წაკითხვა
ფეხბურთი

ეს ჯარიმა არ იყო კვარაზე? მსაჯმა “ნაპოლი” არ დაინდო (ვიდეო)

“ნაპოლი” “მილანის” შეხვედრის ერთ-ერთ მომენტში კვარაცხელიამ 2 მეტოქე მოატყუა, წინ მიიწევდა და ამ დროს მასზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვალვერდე ალექს ბაენას ავტომობილთან დაელოდა და სახეში ჩაარტყა

ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ფედე ვალვერდემ “ვილიარეალის” ფეხბურთელს, ალექს ბაენას სახეში ჩა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იდი ნა*უი რა” – ოქრიაშვილის საოცარი მოძრაობა და პირდაპირ წითელი ბარათი

“გაგრამ” გორის “დილა” მიიღო და 0-0 ითამაშა. 51-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა ჯერ ერთი მცველი მოატყუა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ასეთი ხალხია “ნაპოლიში”! სპალეტის ფანები აქებენ (ვიდეო)

“ნაპოლის” ბაზაზე მიმავალი ლუჩანო სპალეტი ფანებთან გაჩერდა და ავტოგრაფები დაურიგა. მიუხედავად უამინდობისა, სპალეტის არ დაეზარა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დათო გორგილაძე:”ვცდებოდი კვარას შესახებ, ეს გმირობაა”

დათო გორგილაძე CROCO Airways-ის მიწვევით ნეაპოლში იმყოფებოდა, სადაც კვარაცხელიას შესახებ ფილმის გადაღებაში მიიღო მონაწილეობა. გორგილაძე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აი, ასეთი ადამიანია მესი (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული ხდება არგენტინის მატჩის შემდეგ მესისა და ერთ-ერთი ფანის სელფის გადაღების მცდელობა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგუეროს ლაივის დროს გულის პრობლემები შეექმნა (ვიდეო)

ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელ სერხიო აგუეროს, რომელსაც კარიერის დამთავრება გულის პრობლემების გამო მოუწია, Twitch-ზე ლაივში ყოფნისას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გოლიაა, გოლიიი” – ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის უცნობი ვიდეო

ანა შელია ბავშვობის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ყოველთვის, ლოგინშიც ბურთან ერთად არის....
წაკითხვა