ევროპის თასი საბურთალომ მოიგო

თარიღი: აპრილი 28, 2014

საფეხბურთო სკოლა “საბურთალოს” გამარჯვებით დასრულდა“ევროპის თასი”, რომელიც დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა, სულ კი 44 გუნდამდე იყო თავმოყრილი. დღეს კი მთავარი მატჩი შედგა – ფინალურ სტადიაზე ერთმანეთს კონკურენტი გუნდები, “საბურთალო” და “დინამოს” აკადემია დაუპირისპირდნენ. მართალია, შეხვედრა საგოლე მომენტების სიმრავლით არ იყო გამორჩეული, მაგრამ იყო ისეთი დაპირისპირება, როგორც დასკვნით მატჩს ახასიათებს – ნერვიული, დაძაბული, “ჩაკეტილი”. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ყველაფერი კი თერთმეტმეტრიანმა დარტყმებმა გადაწყვიტა, სადაც “საბურთალომ” უკეთ წარმოაჩინა თავი და საპატიო თასს დაეუფლა!

პირველი ნახევარი “საბურთალოს” კარნახით მიმდინარეობდა და მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ მეორე ნახევრის ბოლო წუთებზე უპირატესობას უკვე “დინამო” დაეუფლა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, საქმე საფეხბურთო ლატარიამდე მივიდა. პენალტების სერიაში “საბურთალომ” “დინამო” 3:2 დაამარცხა. ჩვენი გუნდიდან 11

მეტრიანები ნონიკაშვილმა, კიკნაძემ და ლორთქიფანიძემ გაიტანეს. გამარჯვებას მთელი “საბურთალო” ზეიმობდა, განსაკუთრებით კი ფეხბურთელები და ჩვენი სკოლის ის პატარა ქომაგები, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში გვერდში ედგნენ და მხურვალედ ქომაგობდნენ ჩვენს გუნდს.
ერთი საინტერესო დეტალი: “საბურთალომ” ტურნირი ისე დაასრულა, რომ საკუთარ კარში გოლი არ მიუღია – ორივე ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებს მშრალზემოუგო, შემდეგ კი ნახევარფინალში “ნორჩი დინამოც” მიაყოლა 2:0.

როგორც წინასწარვე იყო ცნობილი, გამარჯვებული გუნდი 7-12 ივლისის ჩათვლით ბერლინში, საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრება და მას სრულად დააფინანსებს ტურნირის მთავარი ორგანიზატორი, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი. სწორედ, “კობისა” და მისი მეგობრების მეშვეობით ჩატარდა აღნიშნული შეჯიბრება, რომელსაც ლამაზი დასასრული ჰქონდა!

დღეს “მიხეილ მესხზე” მართლაც რომ დიდი სტუმრიანობა იყო. ტურნირი დააფასეს მთავრობის წევრებმაც – ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა. მომავალ თაობას თვალს ადევნებდნენ სხვა და სხვა თაობის ვეტერანი ფეხბურთელები დავით მუჯირი (უფროსი), გრიგოლ ცაავა, ოთარ კორღალიძე, ლევან ცქიტიშვილი, გიორგი კიკნაძე, ზაზა ზამთარაძე. რაც შეეხება უმცროს მუჯირს, იგი ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ და დიდი სამუშაო გასწია, რომ შეჯიბრება ასე სანახაობრივად დასრულდა. ტურნირს, ასევე დაესწრო ლევან კობიაშვილიც, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა გერმანიიდან. საზეიმო ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და პრიზიორი გუნდები დააჯილდოვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.

რაც შეეხება ტურნირის საუკეთესოებს – ექვსი ნომინაციიდან საბურთალოელები სამში გამარჯვებულად გამოცხადდნენ:
საუკეთესო მეკარე – ირაკლი ხიზანიშვილი (შიდა ქართლი)
საუკეთესო მცველი – დავით სამსონია (საბურთალო)
საუკეთესო ნახევარმცველი – გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო)
საუკეთესო თავდამსხმელი – საბა კიკნაძე (საბურთალო)
ბომბარდირი – ზუკა დავითაშვილი, 3 გოლი (დინამო)
საუკეთესო ფეხბურთელი – დავით ლორთქიფანიძე (საბურთალო).

მატჩის შემდეგ მას-მედიის წარმომადგენლებისთვის მცირე კომენტარებით შემოიფარგლნენ ტურნირის ორგანიზატორები, მთავრობის წარმომადგენლები და მოზარდი ფეხბურთელები:

კახა კალაძე (ენერგეტიკის მინისტრი): “პირველ რიგში, ვულოცავ ‘საბურთალოს” გამარჯვებას! ნამდვილად საინტერესო და დაძაბული მატჩი იყო. რაც უფრო ხშირად ჩატარდება მსაგავსი ტურნირები, ისევ და ისევ ქართულ ფეხბურთს წაადგება. სწორედ, ასეთ თამაშებში უნდა აღიზარდნონ ნიჭიერი ფეხბურთელები. მჯერა, ამ ტურნირზე თამაშობდნენ ის ბავშვები, რომლებიც მომავალში ქვეყნის პირველ გუნდში დაიმკვიდრებენ ადგილს”.

ლევან კობიაშვილი (ტურნირის ორგანიზატორი): “ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ტურნირმა გაამართლა და საინტერესო სანახაობა ვიხილეთ. დაძაბული მატჩი იყო, ისეთი, როგორც ფინალურ შეხვედრას შეშვენის. ჩვენმა მოზარდებმა აუცილებლად უნდა მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, თუ გვინდა, რომ მომავალში წარმატებაზე ვიფიქროთ”.

საბა კიკნაძე (“საბურთალოს” ფეხბურთელი): “ძალიან გახარებული ვარ, მადლობა ყველას, რომ ასე მხურვალედ გვქომაგობდნენ და გვერდში გვედგნენ. ბოლომდე ვიბრძოლეთ და ვფიქრობ ღირსეულად დავეუფლეთ “ევროპის თასს”.

fcsaburtalo.ge



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა