ევროპის ტოპ 10 ტრანსფერი
ევროპაში ტრანსფერებისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. ჩვენი საიტი მომხდარი ცვლილებების საუკეთსო ათეულს გთავაზობთ.
ხუან მატა
“ჩელსი” – “მანჩესტერი” € 44,7 მილიონი
“ჩელსიში” მოურინიოს მოსვლასთან ერთად მატამ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობასთან დაკავშირებული პრობელმის მოგვარების საუკეთესო გადაწყვეტილება ტრანსფერი აღმოჩნდა. მატა მანჩესტერში გადაბარგდა, სადაც ადგილობრივი “იუნაიტედის” ღირსებას დაიცავს. როგორც წესი, ერთი გრანდინდან მეორეში ფეხბურთელის გადასვლა დიდ ხმაურს იწვევს. თუმცა, მატას შემთხვევაში ასე არ ყოფილა. ესპანელი ჩელსის ფანებს მშვიდობიანად დაემშვიდობა, მანჩესტერში კი მას ასპლოდისმენტებით დახვდნენ.
ნემანია მატიჩი
“ბენფიკა” – “ჩელსი” € 25 მილიონი
იმის გათვალისწინებით, რომ ლონდონური კლუბის ბოსებმა სამი წლის წინ მატიჩი “ბენფიკაში” 5 მილიონად გაყიდეს და ახალ 25 გადაიხადეს, ფინანსურად მომგებიანს ამ ტრანსფერს ვერ ჩავთვლით. საფეხბურთ თვალსაზრისით კი, მატიჩი, რომელმაც გასულ სეზონში უდიდესი პროგრესი განიცადა, “ჩელსის” აუცილებლად გააძლიერებს. ახალგაზრდა სერბზე მოურინიო დიდ იმედებს ამყარებს.
დიეგო
“ვოლფსბურგი” – “ატლეტიკო” € 1,5 მილიონი (იჯარა)
ესპანეთში ხმაურინ ტრანსფერებს არ ელოდნენ, თუმცა ერთ რეზონანსული მოვლენა მაინც მოხდა. “ვოლფსბურგელმა” დიეგო მადრიდის “ატლეტიკოს” მაისურა მოირგო. აღსანიშნავია, რომ “ვისენტე კალდერონზე” ბრაზლიელს უკვე უთამაშია. 2011/12 წლების სეზონში დიეგომ “ატლეტიკოსთან” ერთად ევორპის ლიგაც მოიგო.
ერნანესი
“ლაციო” – “ინტერი”
ბრაზილიელის ტრანსფერი იტალიის ყველაზე ხმაურიან ამბად იქცა. მიუხედავად დიდი მცდელობისა, “ლაციოს” პრეზიდენტმა ერნანესის შენარჩუნება ვერ მოახერხა. სატრანსფერორ ბაზრის უკანასკნელ დღეს “არწივების” ლიდერმა “ინტერის” შეთავაზებულ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ტრანსფერი ოფიციალური თანხა არ სახელდება, თუმცა იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობებით, “ინტერს” ერნანდესი 13 მილიონი დაუჯდა.
ფეხბურთელმა მილანურ კლუბთან 4,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ხელფასის სახით, წელიწადში 3 მილიონ ევროს მიიღებს.
პაბლო ოსვალდო
“საუთჰემპტონი” – “იუვენტუსი” იჯარა
პაბლო ოსვალდო იტალიაში სეზონის ბოლომდე დასრულდა და “იუვენტუსთან” კონტრაქტს მოაწერა ხელი. გუარინი-ვუჩინიჩის ჩაშლილი ბარტერის შემდეგ, ტურინელებმა არჩევანი ოსვალდოზე შეაჩერეს. ოსვალდოს დიდი კონკურენციის გადალახვა მოუწევს, მაგრამ თუ ამას მოახერხებს, ტურინელები გამოსყიდვის უპირატესობით აუცილებლად ისარგებლებს.
კეისუკე ჰონდა
“ცსკა” – “მილანი”
იაპონელის “მილანში” გადასვლა მოსალოდნელი ამბავი იყო. იტალირუი კლუბის მთავარი პრობლემა ცსკა-სთან ფასზე შეთანხმება იყო. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რაომ ჰონდა თავისუფალი აგენტი გახდა და “მილანმა” ფეხბურთელი უფასოდ მიიღო.
მაიკლ ესიენი
“ჩელსი” – “მილანი”
მილანის კიდევ ერთი შენაძენი მაიკლ ესიენია. თუმცა, ნახევარმცველის ტრასნფერი ჩაშლის პირას იყო მისული. განელმა სამედიცინო შემოწმება მეორე ცდიდან გაიარა. თუმცა, ტრანსფერს თავისი პლიუსებიც ჰქონდა. “მილანმა” ფეხბურთელი უფასოდ მიიღო. ესიენის კონტრაქტი 2015 წლის 30 ივლისამდეა გათვლილი.
დიმიტარ ბერბატოვი
“ფულემი” – “მონაკო” იჯარა
რადამელ ფალკასო მძიმე ტრავმის გამო, “მონაკომ” ახალი ფორვარდის ძებნა დაიწყო და სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს ლონდონის “ფულემიდან” დიმიტარ ბერბატოვი ინათხოვრა. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ბულგარელმა 19 მატჩი ჩაატარა 5 გოლი გატანა მოახერხა.
იოან კაბაი
“ნიუკასლი” – “პსჟ”
“ნიუკასლის” ფრანგი ნახევარმცველის ხელში ჩაგდება ბევრ ტოპ-კლუბს სურდა, თუმცა საბოლოოდ 28 წლის ფეხურთელი პარიზში აღმოჩნდა. ტრანსფერის თანხა ოფიციალურად არ ხმაურდება, თუმცა პოპულარული გამოცემა Transfermarkt-ი ფეხბურთელ 20 მილიონ ევროდ აფასებს.
მოჰამედ სალახი
“ბაზელი” – “ჩელსი” € 13,2 მილიონი
21 წლის ფეხბურთელი იანვრის ბოლოს შვეიცარული ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, რამოდენიმე საათში კი ეგვიპტელმა “ჩელსისთან” კონტრაქტს მოაწერა ხელი. გასულ სეზონში სალახმა 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ 10-დან 2 გოლი, ეგვიპტელმა სწორედ “ჩელსის” კარში შეაგდო.