ევროპული ჩემპიონატების ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები
“ტელეგრაფის” ცნობით, რობინ ვან პერსის “მანჩესტერ იუნაიტედიდან” “ფენერბაჰჩეში” გადასვლის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშე “წითელი ეშმაკების” კაპიტანი უეინ რუნი გახდა. თავად ვან პერსის კი თურქეთის სუპერლიგაში უხდიან ყველაზე მეტს. “დეილი სთარის” თანახმად, პრემიერლიგის გუნდებში მოთამაშე ნახევარმცველებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი “მანჩესტერის” ახალწვეული ბასტიან შვაინშტაიგერი გახდა, რომელსაც 13 მილიონ ფუნტ სტერლინგს უხდიან.
ესპანეთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე “ბარსელონას” ლიდერი ლეო მესი გახლავთ. რთული გამოსაცნობი არაა, ვინ არის მეორე ადგილზე: რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ “პორტუს” ახალწვეული იკერ კასილასი იქცა.
აქვე გთავაზობთ ევროპის წამყვანი ეროვნული ჩემპიონატების ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების სიას:
ქვეყანა | მოთამაშე | კლუბი | ანაზღაურება * |
ესპანეთი | ლიონელ მესი | “ბარსელონა” | 25,0 |
ინგლისი | უეინ რუნი | “მანჩესტერ იუნაიტედი” | 16,5 |
საფრანგეთი | ზლატან იბრაჰიმოვიჩი | “პარი სენ-ჟერმენი” | 10,4 |
გერმანია | რობერტ ლევანდოვსკი | “ბაიერნი” | 6,2 |
პორტუგალია | იკერ კასილასი | “პორტუ” | 5,5 |
რუსეთი | ჰალკი | “ზენიტი” | 5,5 |
იტალია | დანიელე დე როსი | “რომა” | 4,5 |
თურქეთი | რობინ ვან პერსი | “ფენერბაჰჩე” | 3,5 |
შოტლანდია | კრეიგ გორდონი | “სელტიკი” | 2,0 |
ბელგია | სტევენ დეფური | “ანდერლეხტი” | 1,0 |
* წლიური ანაზღაურება მოცემულია ფუნტ სტერლინგში.