ევროპული ფეხბურთის ხვალინდელი დღე (პირველი ნაწილი)
ახალგაზრდა და პერსპექტიულ ფეხბურთელებზე ყოველთვის ბევრს საუბრობენ და დიდ იმედებსაც ამაყარებენ. გთავაზობთ იმ მართლაც გამორჩეულ მოთამაშეებს, რომლებიც ამ ეტაპზე საკუთარ კლუბებში წამყვვან პოზიციებზე არ არიან, თუმცა მომავალში მნიშვნელოვანი როლების შესრულება შეუძლიათ. შესაძლოა, მათ თავი მოახლოებულ 2015-შიც გამოიჩინონ.
ფლორიან ტოვენი, “მარსელი”
21 წლის, ვინგერი
“მარსელი” ფინანსური პრობლემების გამო მატიე ვალბუენას უკვე შეელია და უახლოეს მომავალში დიდი ალბათობით ჟინიაკსა და აიუსაც დაემშვიდობება. თუმცა, მარსელელებს თადარიგში რამდენიმე ნიჭიერი მოთამეც ჰყავთ. 21 წლის ტოვენი ახალბედა ნამდვილად აღარაა. საკუტების ყურადღება მან ჯერ კიდევ “ბასტიაში” მიიპყრო, “მარსელში” კი საკმაოდ ეფექტურად დაიწყო. მიმიდნარე სეზონში ტოვენის ანგარიშზე 4 გატანილ გოლთან ერთად 7 საგოლე გადაცემაა. გუნდიდან ლიდერების წასვლის შემდეგ კი მისი როლი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება.
იური ტილემანსი, “ანდერლეხტი”
17 წლის, ცენტრალური ნახევარმცველი
გასულ სეზონში ტილემანსი ჩემპიონთა ლიგაში მოთამაშე ყველაზე ახალგაზრდა ბელგიელი გახდა. წელს კი 17 წლის ასაკში დაამტკიცა, რომ ასეთ სერიოზულ დონეზე თამაში მუდმივად შეუძლია. მისი მთავარი მინუსი რა თქმა უნდა დისციპლინის და პასუხისმგებლობის ნაკლებობაა. ახალგაზრდა ფეხბურთელს საკუთარი თავის წარმოჩენა ყველა ეპიზოდში სურს და ხშირ შემთხვევაში გუნდურ თამაშს მეორე პლანზე აყენებს, თუმცა მოთამაშეს რომ კარგი საყრდენისთვის დამახასიათებელი ყველა მონაცემი აქვს ეს ნათლად ჩანს. ტილემანსის მიმართ ინტერსს დიდი კლუბები უკვე იჩენენ და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ლონდონის “ჩელსია”.
დომენიკო ბერარდი, “სასუოლო”
20 წლის, ვინგერი
გასულ სეზონში დომენიკომ იტალია ჯერ “მილანის” კარში გატანილი 4 გოლით, შემდეგ კი “ფირენტინასთან” შესრულებული ჰეთ-თრიკით გააკვირკვა. საერთო ჯამში კი მის ანგარიშზე 16 გოლი იყო. მართალია, მიმდინარე გათამაშებაში ბერარდი ნაკლებად შედეგიანია, თუმცა მისი სისწრაფე და ტექნიკა უკვე ყველასთვისაა ცნობილი. გარდა ამისა, შემტევი პარტნიორებს საგოლე გადაცემებითაც ეხმარება. ფეხბურთელის ფასი უკვე 20 მილიონ ევრომდეა. უახლოეს მომავლში არც ნაკრებში დებიუტია გასაკვირი და არც რომელიმე გრანდში გადაბარგება.
ემერიკ ლაპორტი, “ბილბაო”
20 წლის, ცენტრალური მცველი
ბასკური კლუბის ახალგაზრდა ფრანგი მცველი მიმდინარე სეზონში საკმაოდ დამაჯერებლია. არადა, მის პოზიციაზე ნებისმიერი შეცდომა შეუიარაღებელი თვალით ჩანს და პასუხისმგებლობაც დიდია, თუმცა ლაპორტი ჯერჯერობით საკუთარ დავალებას უმკალვდება. ბუნებრივია, ფიზიკურად ძლიერი და მცველისთვის შესანიშნავი აღნაგობის მქონე ფეხბურთელი ევროპის წამყვან კლუბებს არ გამოეპარათ. ემერიკს მანჩესტერიდან, ლონდონიდან და მიუნხენიდან უკვე აკვირდებიან.
ტიმო ვერნერი , “შტუტგარტი”
18 წლის, თავდამსხმელი
სათამაშო პრაქტიკა ტიმომ “შტუტგარტში” ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში მიიღო, მიმდინარე სეზონში კი ძირითადში უკვე რეგულარულად გამოდის და ამის გაკეთება შეტევის ყველა პოზიციაზე შეუძლია. ახალგაზრდა მოთამაშე ტექნიკური და მოძრავია. ვერნერს საკმაოდ კარგად დაყენებული დარტყმაც აქვს. ფეხბურთელის მიმართ, რომეც გერმანიის ასაკობრივ ნაკრებებში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია, ინტერესს “ვოლფსბურგი” და “დორტმუნდი” იჩენენ.