“ევროპული საქართველო” ფედერაციას: “სტადიონი პარლამენტის გვერდით არ ააშენოთ”

თარიღი: სექტემბერი 23, 2020

“ევროპული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე ფეხბურთის ფედერაციას მიმართავს და მოუწოდებს, საფეხბურთო მოედნები პარლამენტის გვერდით არ ააშენონ.

“ევროპულ საქართველოს” მიგვაჩნია, რომ პარლამენტი უნდა დაუბრუნდეს ქუთაისს და ხელისუფლებამ არ უნდა შეუშალოს ხელი მსგავსი პროექტებით ამას. სტადიონების მშენებლობა კარგია, მაგრამ ქუთაისში ამისთვის სხვა უამრავი ადგილი არსებობს.”

“მივმართავ ფედერაციას, მიხედოს თავის საქმეს და ქუთაისში ფეხბურთის განსავითარებლად სხვა ადგილი აირჩიოს. ნუ დააკნინებენ პარლამენტისა და ქუთაისის, როგორც ადმინისტრაციული ცენტრის მნიშვნელობას” – განაცხადა ოთარ კახიძემ.

სფფ-ს პროექტის მიხედვით,ადგილზე ორი ხელოვნური და ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანი მოეწყობა ხელოვნური განათებით. ორი მოედნისთვის კი, ტრიბუნა და ელექტრონული ტაბლო დამონტაჟდება. საფეხბურთო ინფრასტრუქტურასთან ერთად აკადემიის ტერიტორიაზე საცხოვრებელი და ადმინისტრაციული კორპუსები აშენდება და მისით იმერეთის აკადემიის, სამოყვარულო და ქალთა გუნდები ისარგებლებენ.

პროექტის დასრულებული ვერსია ასეთ სახეს მიიღებს

 

 



მსგავსი სიახლეები