FA მორენოს პოსტით დაინტერესდა
ალბერტო მორენოს მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტით FA ინტერესდება.
“ლივერპულის” ესპანელი ლეგიონერის ფოტო შესაძლოა პროვოკაციულ და შეურაცხმყოფელ ქმედებად ჩათვალონ.
“იქით გაიხედე მორენო. ეს “ჩელსის” ისტორიაა” – იუწყება ფოტოზე არსებული წარწერა.
გამოქვეყნებულ მასალას მორენომ თავისი კომენტარი დაურთო: “შენ ისტორია არ გაქვს”.
ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რამდენიმე კომენტარი დაიწერა, რომელთა შორის მისი წაშლის მოთხოვნაც არის, თუმცა სურათი ისევ ხელმისაწვდომია.