Fanebi.Com 8 წლის გახდა!

თარიღი: მარტი 15, 2016

სპორტით დაინტერესებულ საზოგადოებაში Fanebi.Com ყველამ იცის და ისიც იციან, რომ ჩვენი პროექტი მუდმივად ცდილობს გაიზარდოს და განვითარდეს. გვინდა გაცნობოთ, რომ დღეს ჩვენი საიტი 8 წლის გახდა.

Fanebi.Com-მა მუშაობა 2008 წლის 15 მარტს დაიწყო და მას შემდეგ ბევრი “ქარიშხალი” გამოიარა.

ეს იყო ერთ-ერთი პირველი ქართული სპორტული გამოცემა (თუ არა პირველი). სწორედ 15 მარტს 2008 წელს დაიბადა იდეა, რომ ქართველ გულშემატკივარსაც ჰქონოდა ქართული, ობიექტური, ინოვაციური და სანდო საინფორმაციო წყარო.

არ მოგაწყენთ თავს იმის შეხსენებით, თუ რამდენი ინოვაციური და საინტერესო პროექტი შემოგთავაზეთ ამ 7 საინტერესო წლის განმავლობაში. ჩვენმა აქტიურმა მკითხველმა იცის ამ ყველაფრის შესახებ. არც იმის შეხსენება არის საჭირო, რომ ჩვენი ამომავალი წერტილი ჩვენი მომხმარებელი იყო ყოველთვის.

ჩვენი მისია და მიზანიც ნათელია. ასევე ნათელია ჩვენი აუდიტორიაც. ეს გემოვნებიანი, ინოვაციების მოყვარული, ინტერესიანი, სპორტული ჟინის მქონე მომხმარებელია. განსხვავებით სხვა საიტებისგან, რომლებიც ორიენტირებული არიან ნებისმიერი ტიპის სათაურის და ინფორმაციის გამოქვეყნებაზე, ოღონდ ვიზიტორი “შეიტყუონ” საიტზე, ჩვენი მიზანი ისეთი ინოვაციების და ხარისხის დანერგვაა, რაც ბუნებრივად გაზრდის ლოიალური მომხმარებლის რიცხვს.

როგორც ამ პროექტის დამფუძნებელი, ვამაყობ ჩვენი განვლილი გზით. ჩვენ ბევრ რთულ მოცემულობას, იმედგაცრუებას გავუძელით და მოვედით დღემდე. ეს ნამდვილად არ იყო ადვილი… ვამაყობ ჩვენი გუნდით, რომელიც ნამდვილად ძალიან ბევრს შრომობს შედეგის და მაღალი ხარისხის პროდუქტის შესაქმნელად.

მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ჩვენს პროექტს გულშემატკივრობს და ასევე მადლობა ჩვენს პარტნიორ კომპანიებს.

გილოცავთ კიდევ ერთხელ, Fanebi.Com – 8 წელი თქვენს გვერდით!

პატივისცემით,

გურამი თათეშვილი
Fanebi.Com-ის დამფუძნებელი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მოურინიოს პირველი კომენტარი “ლაიფციგთან” მარცხის შემდეგ

ლონდონის “ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში შინ მინიმალური სხვაობით დამარცხდა გერმანულ “ლაიფციგთან̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდრიმ პრემიერ ლიგის რეკორდი დაამხო

პრემიერ ლიგის 26 ტურის გადადებული მატჩი “მანჩესტერ სიტისა” და “ვესტ ჰემ იუნაიტედს” შორის 19 თებერვალს […]...
წაკითხვა
ბლოგი

ათი ფაქტი ჰოლანდზე: რონალდუს დიეტიდან სალაჰის აღნიშვნამდე

მიმდინარე სეზონის მთავარ აღმოჩენად თამამად შეგვიძლიე ერლინგ ჰოლანდი მოვნათლოთ, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების გათამაშებაში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტოტენჰემი” — “ლაიფციგი” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ტოტენჰემ ჰოთსპურსა” და “ლაიფციგს” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც გერმანელთა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატალანტა” — “ვალენსია” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ბერგამოს “ატალანტასა” და “ვალენსიას” შორის “ჯუზეპე მეაცაზე” პირველი მატჩი გაიმართა, [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სამგურალის” ჯოკერი თურქულ შეკრებაზე – სერგო კუხიანიძის 5 გოლი (ვიდეო)

წყალტუბოს “სამგურალი” ეროვნული ლიგა 2-დან ერთადერთი გუნდია, რომელმაც შეკრება თურქეთში გამართა. “სამგურალმა” 4 საკონტროლო მატჩი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლამპარდი, ჯერარდი თუ სქოულზი – კაკამ საუკეთესო ინგლისელი ნახევარმცველი დაასახელა

ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კაკამ სტივენ ჯერარდს, ფრენკ ლამპარდსა და პოლ სქოულზს შორის საუკეთესო დაასახელა. “მილანისა” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალომ” და “ტორპედომ” უკრაინელი ფეხბურთელები დაიმატეს

თბილისის “საბურთალომ” უკრაინის ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელი, ოლექსანდრ ბელიაევი დაიმატა. ქუთაისის “ტორპედომ” უკრაინის ასაკობ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკა ზარანდია “ტობოლში” ითამაშებს

ბელგიური “ზულტე ვარეგემის” ფეხბურთელი ლუკა ზარანდია სეზონის ბოლომდე, იჯარით, ყაზახურ “ტობოლში” ითამაშებს. ქართველმა შემტევმა &...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპმა განმარტა, თუ რატომ შეცვალა მანე პირველი ტაიმის შემდეგ

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰოლანდი: “ვგრძნობ, რომ მეტი შემიძლია”

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა “პარი სენ-ჟერმენთან” გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იც...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობერტსონი: “ატლეტიკომ” გამარჯვება ისე აღნიშნა, თითქოს ისინი მეოთხედფინალში გა

“ლივერპულის” მარცხენა მცველმა, ენდი რობერტსონმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკო” — “ლივერპული” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოსა” და “ლივერპულს” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც ესპანელთ...
წაკითხვა