Fanebi.com-ის კონკურსის სტატისტიკა – ვინ იგებს და რა შანსი გაქვთ თქვენ!
როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. ჩვენ ყოველდღიურად გთავაზობთ ოთხ კითხვას, რომლებსაც სწორი პასუხები უნდა გასცეთ. თუ მომხმარებელმა ოთხივე კითხვას სწორად გასცა პასუხი, მაშინ ის 15 ლარს მიიღებს, ხოლო თუ მან სამ კითხვაზე შეძლო სწორი პასუხის გაცემა, მაშინ – 10 ლარს. ჯილდოვდება პირველი ათი მომხმარებელი. აღსანიშნავია, რომ ხუთ დღეში გაცემულია 800 ლარამდე.
პირველ საკონკურსო დღეს (ბრაზილია – ხორვატია), ოთხივე კითხვაზე გაცემული სწორი პასუხების გამო, პირველმა ათმა მომხმარებელმა Europe-bet-ის ანგარიშზე 15 ლარი მიიღო.
მეორე საკონკურსო დღეს, ოთხივე კითხვას სწორად მხოლოდ ერთმა მომხმარებელმა უპასუხა, მას ბალანსზე 15 ლარი ჩაერიცხა. დარჩენილი ცხრა საპრიზო ადგილი იმ ადამიანებზე გადანაწილდა, რომლებმაც სწორი პასუხები სამ კითხვას გასცეს, მათ კი 10 ლარი ჩაერიცხათ.
მეორე საკონკურსო დღის მსგავსად, მეორე დღესაც ოთხივე კითხვას სწორად მხოლოდ ერთმა ადამიანმა უპასუხა, შესაბამისად, მან 15 ლარი მიიღო. ხოლო პირველ ცხრა მომხმარებელს, რომლებმაც სამ კითხვას უპასუხეს სწორად, 10-10 ლარი ჩაერიცხათ.
მეოთხე დღეს, პირველმა ათმა მომხმარებელმა ოთხივე კითხვას სწორად უპასუხა, ამიტომ მათ 15-15 ლარი ჩაერიცხათ.
მეხუთე საკონკურსო დღეს, ოთხ კითხვას სწორად შვიდმა მომხარებელმა უპასუხა, მათ 15-15 ლარი ჩაერიცხათ, ხოლო დარჩენილ სამ ადამიანს, რომლებმაც სამ კითხვას უპასუხეს სწორად, 10-10 ლარი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეოთხე საკონკურსო დღის ბოლო გამარჯვებულის კომენტარი 282-ე იყო. ანალოგიური სიტუაცია იყო წინა დღეების გამარჯვებულებთანაც. შესაბამისად სწორედ ეს სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ 300-500 კომენტარში ნებისმიერ მომხმარებელს, იქნება ეს პირველი კომენტარის თუ ბოლო კომენტარის ავტორი გამარჯვების შანსი საკმაოდ მაღალი აქვს. სწორედ ეს გახლდათ ადმინისტრაციის მიზანიც.
შესაბამისად, ჩაერთეთ, იაქტიურეთ და მოიგეთ ფულადი ჯილდო!