Fanebi.com-ის წლის შეჯამება და მილოცვა!

თარიღი: დეკემბერი 31, 2013

უკვე ტრადიციად იქცა, რომ ყოველი წლის ბოლოს Fanebi.Com აჯამებს განვლილ დღეებს და მომხმარებელს ანგარიშის სახით წარუდგენს ჩატარებულ ღონისძიებებს.

2013 წელი მნიშვნელოვანი და მეტად რთული აღმოჩნდა ჩვენთვის. ახალი სისტემის დანერგვამ, რომელიც ევროპული სხვა სპორტული პორტალების მსგავსი ტიპის არის, ბევრი თავსატეხი მოგვიტანა. აქ არის საკმაოდ დიდი ინფორმაცია თავმოყრილი: საუკეთესო 6 ჩემპიონატი და საქართველოს ჩემპიონატის ყველა გუნდის შესახებ ინფორმაცია, ამ ჩემპიონატებში მოასპარეზე ყველა ფეხბურთელისა და მატჩების გვერდები. დავნერგეთ საქართველოს ჩემპიონატის მატჩების გვერდების ახალი სისტემა და ა.შ. არც ისე მარტივი შესაქმნელი აღმოჩნდა მომხმარებელზე მორგებული სისტემა, ჩვენი მიზანი კი თითოეული ვიზიტორის აზრის გათვალისწინება გახლავთ.

მიუხედავად ამისა, სექტემბრიდან ახალი სისტემა გავუშვით. უნდა ვაღიაროთ, რომ მომხმარებლის ინტეგრაცია ახალ სისტემასთან არც ისე მარტივად მოხდა. ამის გამო დავკარგეთ ჩვენი ვიზიტორების გარკვეული რაოდენობა, რაც ძალზედ მტკივნეული აღმოჩნდა. იყო საიტის ჩატვირთვის სიჩქარესთან დაკავშირებული პრობლემა, რაც უკვე აღმოფხვერით.

ნამდვილად ბევრი იშრომა თითოეულმა ჩვენმა ჟურნალისტმა. ისინი ყოველდღიურად, მუდმივ რეჟიმში შრომობდნენ, რომ ამ წლის განმავლობაში არცერთი საინტერესო სიახლე არ გამორჩენოდა ჩვენს ერთგულ მომხმარებელს. ჩვენ გავაშუქეთ კალათბურთის და ფეხბურთის ეროვნული ნაკრებების ყველა მატჩი, ასევე ადგილობრივი ჩემპიონატების ყველა ცენტრაული შეხვედრა.

წლის ბოლოს გვქონდა უამრავი საინტერესო, სახალისო და აქტიური კონკურსი. პირველად, სწორედ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ცოტა ხნის წინ მომხმარებელთა ფონდი, სადაც საიტი რიცხავს ფულს და შემდეგ აქტიურ მომხმარებელს ჩუქნის ყოველთვიურ პრიზს.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ ჟურნალისტს, რომლებმაც არნახული ღვაწლი გასწიეს 2013 წელს. ასევე მადლობას გადავუხდი იმ ადამიანებს ვინც 5 წლის განმავლობაში გვერდით გვიდგას, გვედგა და გვეხმარებოდა.

მადლობა თითოეულ ჩვენს ვიზიტორს, ერთგულ მომხმარებელსა და ნამდვილ ფანს. ჩვენ გვიყვარს სპორტი და ამიტომაც ვაკეთებთ ამ საქმეს! ამიტომაც მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ და ყოველდღე ესტუმროთ Fanebi.Com-ს.

მადლობა თითოეულ ჩვენს პარტნიორს: საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, ევროპა-ბეთს, კრისტალბეთს ჩვენთან თანამშრომლობისათვის. ვიმედოვნებთ, რომ მათთანერთად ბევრ საინტერესო აქტივობას შემოგთავაზებთ.

გილოცავთ, მეგობრებო, ახალ 2014 წელს! ბედნიერებას და სპორტულ ჟინს გისურვებთ!

პ.ს. ვისურვებ 2014 წელს ბევრ საინტერესო და თავისუფლად მოაზროვნე ბლოგერის ხილვას ჩვენს ვებ-გვერდზე. ასევე ბევრი და ნამდვილი ფანის ხილვას Fanebi.Com-ზე, მათ საინტერესო მოსაზრებებსა და ჩართულობას.

პატივისცემით,

გურამ თათეშვილი

Fanebi.Com – ის დამფუძნებელი

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

შენგელია: “იმედი მაქვს, ჩემი ქვენისა და ხალხის დამოკიდებულება ჩემ მიმართ არ შეიცვლებ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ბასკონიას” კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ში შესაძლო ტრანსფერზე ტელეკომპანია იმედთან ინ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გურამ გიორბელიძე ავსტრიის ჩემპიონატში ითამაშებს

ეროვნული ლიგის საუკეთესო მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას ავსტრიის ჩემპიონატში გააგრძელებს. ავსტრიული გამოცემების ინფორმაციით, გიორბელიძე [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო “არსენალის” ტვიტმა გააღიზიანა: “სხვების პრობლემები მაშინ გახარე

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ლონდონის “არსენალის” მიკრობლოგზე გამოქვეყნებულმა ტვიტმა გააღიზიანა და პას...
წაკითხვა
ფეხბურთი

სოსო ფრუიძემ “ლოკომოტივი” დატოვა

სოსო ფრუიძემ “ლოკომოტივი” დატოვა. თბილისური კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, კლუბსა და გუნდის მთავარ მწვრთნელს შორის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: მატიჩმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ნემანია მატიჩმა კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალეგრიმ აღიარა, რომ “რეალის” შეთავაზებას უარით უპასუხა

ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი, მასიმილიანო ალეგრი, აღიარებს, რომ “რეალის” გაწვრთნაზე უარი თქვა. ალეგრის ცნობით, მადრიდელებისგან წინადადებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვარჯიშისას 16 წლის მეკარეს ელვამ დაარტყა (ვიდეო)

რუსული კლუბის, “ზნამია ტრუდას” ვარჯიშზე, 16 წლის მეკარე ივან ზაბოროსკოვს ელვამ დაარტყა. აღნიშნული ვიდეოკადრები თავად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” პრეზიდენტი: “ვიდეორეფერი ყოველთვის ერთ გუნდს ეხმარება”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ, პრესასთან საუბრისას ვიდეორეფერის მუშაობის ხარვეზებს გაუსვას ხაზი. ბართომეუს აზრით, მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბართომეუ: “მესიმ ბევრჯერ თქვა, რომ კარიერას “ბარსელონაში” დაასრულებსR

“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ლიონელ მესის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ არგენტინელი კარიერას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინსინიეს ულამაზესი გოლი “რომას” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო INSIGNE with a stunner! 👀🤩 #NapoliRoma pic.twitter.com/iFossVvfDO — Sacha Pisani (@Sachk0) July 5, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სასწრაფოში დარეკეთ, ეს ბიჭი ტრავმირებულია” – კარვახალი მეტოქეზე (ვიდეო)

2 ივლისს, ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ხეტაფე” მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედოს” პირველი გამარჯვება და გოლების მანქანა ფანცულაია

ეროვნული ლიგის მე-4 ტურის ბოლო შეხვედრა მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გაიმართა და “ტორპედომ” ეროვნულ ლიგაში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალის” ყოფილ თავკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

მადრიდის “რეალის” ყოფილი თავკაცის, ვანდერლეი ლუშემბურგოს ტესტმა კორონავირუსულ ინფექციაზე დადებითი პასუხი აჩვენა. ამის შესახებ ბრაზილიელმა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალმა” ბილბაოშიც მოიგო და “ბარსელონასთან” სხვაობა 7 ქულამდე გაზა

ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურში მადრიდის “რეალს” საკმაოდ უხერხული მეტოქის წინააღმდეგ უწევდა თამაში. ზინედინ ზიდანის […]...
წაკითხვა