FBI-მ ფიფაში კორუფციული სქემა გაშიფრა — დაკავებულია 14 პირი

თარიღი: მაისი 27, 2015

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ორგანიზაციის რამდენიმე მაღალჩინოსანი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის არიან მსოფლიო ფეხბურთის მმარველი ორგანოს ვიცეპრეზიდენტი ჯეფრი ვები და ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ჟოზე მარია მარინი. სულ დაკავებულია 14 პირი. აქედან ოთხი პიროვნება უკვე დამნაშავედ ცნეს.

გამოძიებას ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიურო ხელმძღვანელობს. სწორედ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოახდინა შვეიცარიის პოლიციამ ციურიხის ერთ-ერთ სასტუმროში ფიფას მაღალჩინოსნების დაკავება. დაკავებულების ექსტრადირება აშშ-ში მოხდება.

კორუფციული სქემა

დაკავებულები რეკეტში, თაღლითობაში, ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაში არიან ეჭვმიტანილნი. საუბარია 10 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ თანხაზე. აშშ-ის გენპროკურორმა ლორეტი ლინჩმა წარმოადგინა კორუფციული სქემა, რომლის მიხედვითაც, ფიფას მაღალჩინოსნები ქრთამის მიღების სანაცვლოდ ერთ-ერთ მარკეტინგულ კომპანიას ემხრობოდნენ, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ სამაუწყებლო კომპანიებსა და კორპორატიულ სპონსორებს სატელევიზიო და მარკეტინგულ უფლებებს გადასცემდა. ლინჩის თქმით, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

“ფიფას მაღალჩინოსნებმა ზიანი მიაყენეს აშშ-ის საფინანსო სისტემას, დაარღვიეს აშშ-ის კანონები. მათ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად სამხრეთ აფრიკის არჩევისთვის ქრთამი მიიღეს”, – ციტირებს BBC ლინჩის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტის პოსტისთვის ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი შეეცილებიან. როგორც ცნობილია, საქართველო  ალი ბინ ალ ჰუსეინს უჭერს მხარს.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ოთარ კაკაბაძე “ტენერიფეს” ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას “ტენერიფეში” გააგრძელებს. კაკაბაძე “ტენერიფეს” შვეიცარიული “...
წაკითხვა
ფეხბურთი

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი სათამაშოდ პრემიერლიგიდან პორტუგალიაში გადავიდა

ფაიქ ბოლკიაჰი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ფეხბურთელად ითვლება, “ლესტერ სიტიდან” “მარიტიმუში” გადავიდა. 22 წლის ნახევარმცვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბეილის პირველი კომენტარი “რეალის” დატოვების შემდეგ

გარეტ ბეილმა მადრიდის “რეალიდან” “ტოტენჰემ ჰოთსპურში” გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. “არაფერს ვნანობ, მე უბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ურუგვაული შემტევი წყვილი? “ატლეტიკო” სუარესის შემდეგ კავანის ეპატიჟება

ურუგვაელმა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ კარიერა შესაძლოა, მადრიდის “ატლეტიკოში” გააგრძელოს. Goal-ის ცნობით, ესპანელებმა ურგვაელ ფეხბურთელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი სუარესს: “გუნდიდან ასე მოსროლას არ იმსახურებდი, მაგრამ აღარაფერი მიკვირს”

“ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი ლუის სუარესს დაემშვიდობა. არგენტინელამ სუპერვარსკვლავმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. “...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “მეგონა, მე გავიზარდე, მაგრამ “შკენდიას” კარები 5 სანტიმეტრით

24 სექტემბერს, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ტოტენჰემი” სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიურ “შკენდიას” დაუპირისპირდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფას სუპერთასი “ბაიერნმა” მოიგო (ვიდეო)

ბუდაპეშტის “პუშკაშ არენაზე” მიუნხენის “ბაიერნსა” და “სევილიას” შორის უეფას სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელიც გერმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამოს” ჰეთრიკი 30 წლის ცხვრების მწყემსმა და დელფინებზე მონადირემ შეუსრულა (

თბილისის “დინამო” ფარერებში “კლაკსვიკთან” 6-1 უშანსოდ განადგურდა და ჰეთრიკის ავტორი პალ კლეტსკარდი გახდა. კლეტსკარდის პროფესიი...
წაკითხვა
ფეხბურთი

თორნიკე ოქრიაშვილის წითელი ბარათი “ბაზელთან” მატჩი (ვიდეო)

“ანორთოსის” შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე “ბაზელის” წინააღმდეგ 2 ყვითელი ბარათი მიიღო [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოკომოტივის” ღირსეული მარცხი, “დინამო” გაუქმდა !

ქართული გუნდები ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნენ. თბილისის “ლოკომოტივს” “გრანადას” კარის მიმართულებით დარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კლაკსვიკი” – “დინამო” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამო” სტუმრად ფარერების “კლაკსვიკს” დაუპირისპირდება. უკვე ცნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გრანადა” – “ლოკომოტივი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “ლოკომოტივი” სტუმრად ესპანურ “გრანადას” დაუპირისპირდება. უკვე ც...
წაკითხვა