FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს.
“მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით შემდეგს:
22-წამის შეცდომა დაშვებულ იქნება მსაჯების მიერ, თუმცა მიუხედავად ამისა, ამას მატჩის საბოლოო შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნებოდა. ამიტომ, თურქეთის საჩივარი უარყოფილია.
რაც შეეხება ორივე ნაკრების (თურქეთი, საქართველო) განცხადებას დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობას მოთამაშეები და დელეგაციის წევრები იღებდნენ – გამოძიება გრძელდება და შედეგები უახლოეს მომავალში გვექნება. შემდეგ FIBA-ს კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტილებას მიიღებენ” – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ნაკრები მატჩის 22 წამით ადრე დასრულებაზე აპელირებდა. თურქები მატჩის განმეორებით ჩატარებას ან იმ დროიდან განახლებას ითხოვდნენ.