FIFA 19 – მწვრთნელის კარიერა: “მანჩესტერ იუნაიტედი”

თარიღი: იანვარი 7, 2019

ფიქრობ რომ შენ უკეთ შეგიძლია ათამაშო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამჟამინდელი შემადგენლობა, ვიდრე ეს მოახერხა ჟოზემ მოურინიომ ან მოახერხებს ოლე გუნარ სოლსკიაერი?

„წითელი ეშმაკები“ ნორვეგიელი მწვრთნელის ხელში შესანიშნავად გამოიყურებიან, თუმცა ეს მხოლოდ მოჩვენებითია და მათ ძალიან ბევრი უკლიათ, რომ სტაბილურად მიაწყონ მოგებათა სერია, რასაც ვერ ვიტყვით მათ თანაქალაქელებზე. „მანჩესტერ სიტი“ პრემიერ ლიგის ტიტულის დასაცავად ბრძოლაშია და მწვრთნელის პრობლემაც დიდი ხანია მოგვარებული აქვს.
ქვემოთ გაეცნობით, რა უნდა გააკეთოთ FIFA 19-ში, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედის” სამწვრთნელო კარიერას დაიწყებთ…

დირექტორთა საბჭოს მოლოდინები

ბორდი მოგთხოვთ, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, თქვენ უნდა მოიგოთ ყველა ტურნირი, რაშიც მონაწილეობას მიიღებთ. ერთ წელში/სეზონში თქვენ მოგეთხოვებათ, რომ მოიგოთ 2 ტიტული: ასოციაციის თასი და პრემიერ ლიგა, ასევე უნდა გააღწიოთ ჩემპიონთა ფინალში.

იმ შემთხვევაში, თუ პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ტიტულს ვერ მოიგებთ, ბორდისთვის არც ეს იქნება პრობლემა, რადგან ტოპ ევროპული ტიტულის თავიანთ კაბინეტში განთავსება კლუბის იერარქიას სამი წლის განმავლობაში სურს.

სატრანსფერო ბიუჯეტი და სახელფასო ჭერი

დიდი ალბათობით, თქვენ არ გამოუცხადებთ იმხელა ნდობას მცველებს და ნახევარმცველებს, როგორ ნდობასაც ყოფილი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო უცხადებდა ხოლმე.

საბედნიეროდ, მენეჯმენტი გვერდს გიმაგრებთ £166.8-მილიონიანი სატრანსფერო ბიუჯეტით და £295,000-იანი სახელფასო ჭერით – შესანიშნავი ორი მსოფლიო დონის ან რამდენიმე საშუალო დონის ფეხბურთელების მოსაყვანად.

სამი ფეხბურთელი, რომელიც უნდა შეიძინოთ

ალვარო ოდრიოსოლა

თუ გრძელვადიანი ამბიციებით ჩაიბარეთ “მანჩესტერ იუნაიტედის” სავარძელი, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ ახალგაზრდა მცველი, რომელიც სრულფასოვნად შეცვლის ანტონიო ვალენსიას.

სასწრაფოდ შეიძინეთ მადრიდის “რეალის” მოთამაშე, ალვარო ოდრიოსოლა. 22 წლის ესპანელი არ არის ყველაზე ძლიერი მარჯვენა მცველი FIFA 19-ში, მაგრამ აქვს პოტენციალი, რომ გახდეს საუკეთესო და ის სერ ალექს ფერგიუსონის ყოფილი კლუბისთვის ბრწყინვალე შენაძენი იქნება.

175 სმ სიმაღლის მქონე მცველს ფაქტობრივად ყველაფერის გაკეთება შეუძლია: კარგი დარტყმა, კარგი ჩაწოდება, სისწრაფე, მეტოქის აყვანა და გამძლეობა.

რაფაელ ვარანი

რეალურ ცხოვრებაში, ერიკ ბაილი, შეიძლება, კლუბის მთავარი გუნდიდან გარიყული იყოს, მაგრამ თამაშში სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. შეუწყვილეთ მას “რეალის” ფრანგი მცველი და თქვენ მიიღებთ შესანიშნავ ცენტრალურ მცველთა დუეტს.

იმისათვის, რომ მსოფლიო ჩემპიონი თქვენ გუნდში იხილოთ, დიდი თანხის გასროლა მოგიწევთ, თუმცა ეს ამად ღირს. FIFA 19-ში ვარანი გასაოცარი მცველია: 85 – სისწრაფე, 84 – სიძლიერე, 88 – მდგომი ვარდნა და 87 – ვარდნა.

ფაბიან რუისი

იმისათვის, რომ პოლ პოგბასგან ბევრი რამ მიიღოთ, მას არ უნდა შეუზღუდოთ მოქმედების არეალი და არ უნდა გადააქციოთ უფრო დაცვითი სტილის ნახევარმცველად.

გავითვალისწინოთ რა სერბი ნემანია მატიჩის კარგი მატჩები, ნახევარდაცვის შესავსებად მხოლოდ მესამე ფეხბურთელის ყიდვა ხდება საჭირო და ეს კაცი გახლავთ “ნაპოლის” ნახევარმცველი, ფაბიან რუისი.

ესპანელი დაცვითი ფუნქციებით ნაკლებად გამოირჩევა, თუმცა საკუთარი შესაძლებლობები ფაბიანს აძლევს საშუალებას მოედანზე ყველაფერი გააკონტროლოს. თუ მის თავით თამაშს და კაცის აყვანას გააუმჯობესებთ, რამდენიმე წლის განმავლობაში თქვენ გეყოლებათ ბრწყინვალე საყრენი ნახევარმცველი (CDM).

სამი ფეხბურთელი რომელიც უნდა გაყიდოთ

მარუან ფელაინი

თუ თქვენ მოურინიოს მსგავსად უიმედოდ რომანტიკოსი არ ხართ, რომ გეჯდეთ დიდი ბიჭი სკამზე, რომელსაც შეუძლია ბოლო წამზე გამარჯება მოუტანოს თავის გუნდს, უმჯობესი იქნება თუ დევიდ მოიესის შენაძენს გაყიდით.

თამაშში მაროკოული ფესვების მქონე ბელგიელი ნახევარმცველი 30 წლის გახლავთ, მაგრამ სატრანსფერო ღირებულება £10 მილიონს შეადგენს. ამ თანხის გადახდა კლუბებს არ გაუჭირდებათ, მაგრამ მისი ყოველკვირეული ხელფასი, რომელიც £100 ათას შეადგენს, დაინტერესებული კლუბებისთვის დამაბრკოლებელი ბარიერი იქნება.

სკოტ მაკტომინეი

მაკტომინეის რეიტინგი 71-ს უტოლდება. მაქს აქვს პოტენციალი აქვს, რომ 81-იანი გახდეს. 21 წლის ფეხბურთელს განსაკუთრებული მონაცემები, რომელიც მოგხიბლავთ, არ გააჩნია. წლოვანებით მასზე დიდი მატიჩიც კი სკოტს სათამაშო დროის გარეშე ტოვებს.

ფილ ჯონსი

ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელსაც კონტრაქტი ერთ წელში უმთავრდება, ფილ ჯონსია. ისევე როგორც ფელაინში, ინგლისელ ფეხბურთელშიც შეგიძლიათ მომგებიანი გარიგება გაჩარხოთ.

იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვიტეთ, რომ ის კლუბში დარჩენის ღირსია, ამ შემთხვევაშიც თქვენ მომგებიან პოზიციას დაიკავებთ.
ის კმაყოფილია როტაციული როლით, რადგან სასტარტო შემადგენლობისთვის ერიკ ბაილისთან და კრის სმოლინგთან ჭიდილს ჯონსი არ დაიწყებს.

მომავლის სამი ფეხბურთელი

ანჟელ გომესი

18 წლის პორტუგალიური წარმოშობის ინგლისელ ანჟელ გომესს შუეძლია FIFA 19-ში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს, რაზეც პოტენციური რეიტინგიც (87) მეტყველებს, საერთო რეიტინგი კი 67-ა.

ახალგაზრდა ფეხბურთელის მთავარი პოზიცია შემტევი ნახევარმცველია (AMF), ასევე, შეუძლია მარცხენა ფლანგის შემტევად და ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში. გამოირჩევა ბურთის ფლობით და შესანიშნავად იმორჩილებს ბალანსს, მაგრამ ჭირდება დამამთავრებელი ფაზის დახვეწა და ამავდროულად, გასაუმჯობესებელი აქვს პასის კულტურა.

ტაჰით ჩონი

კიდევ ერთი ფლანგის ფეხბურთელი, რომელსაც გომესის მსგავსად ცენტრშიც შეუძლია თამაში, მაგრამ ტაჰითი ყველაზე კარგად თავს მარჯვენა ფლანგზე გრძნობს. ჩონის პოტენციალი ანჟელზე ორით ნაკლებია – 85.

ჰოლანდიელი შემტევის, რომელიც წარმოშობით კურასაოდანაა, შედარება მარკუს რეშფორდთან შეიძლება, მისი სოლიდური სისწრაფის და სიმარდის გათვალისწინებით.

აქსელ ტუანზებე

კარიერის დაწყებიდან ერთი წელი ის განათხოვრების წესით „ასტონ ვილაში“ გაირჯება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მას არ უკან არ გამოიძახებთ (Recall). მისი დაბრუნების შემდეგ შეგიძლიათ აქსელი მარჯვენა ან ცენტრალური მცველის პოზიციაზე ათამაშოთ.

აკადემიის აღზრდილი რამდენიმე გამორჩეულ უნარს ფლობს, რაც მას აუცილებლად გამოსაყენებელ ფეხბურთელს ხდის. მისი საერთო რეიტინგი ტაჰითზე და ანჟელზე დიდია – 72, პოტენციალი კი ორივეზე დაბალი – 83.

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

რა გააკეთა სერ ალექს ფერგიუსონმა, როცა მსაჯმა 18 წლის უეინ რუნის ბურთი არ მისცა

“მანჩესტერ იუნაიტედში” უეინ რუნის დებიუტი 2004 წლის 28 სექტემბერს შედგა. მანჩესტერული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მატჩში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერჟ ორიე მეგობარ გოგონასთან ჩხუბის გამო დააპატიმრეს

“ტოტენჰემის” მარჯვენა მცველმა, სერჟ ორიემ 13 იანვარს “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამართული მატჩი გამოტოვა. ბრიტანულ პრეს...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გააკეთა “პორტუში” დაბრუნებულმა პეპემ პირველივე მატჩში (ვიდეო)

15 იანვარს, პორტუგალიის თასზე “პორტუ” სტუმრად “ლეიშოინშს” დაუპირისპირდა და მეტოქე დამატებით ტაიმებში, 2:1 დაამარცხა. “პო...
წაკითხვა
ფეხბურთი

მორატა მზადაა “ატლეტიკოში” ტრანსფერის სანაცვლოდ ხელფასი მოიკლოს

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი, ალვარო მორატა, მზადაა, კარიერა მადრიდის “ატლეტიკოში” გააგრძელოს. მადრიდის “რეალის”...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პარი სენ-ჟერმენის” ვარჯიშზე გულშემატკივარი შეიჭრა (ვიდეო)

“პარი სენ-ჟერმენი” ყატარში იმყოფება, სადაც გუნდი ჩვეულ სტილში ვარჯიშს აგრძელებს. უჩვეულო მხოლოდ ისაა, რომ პარიზელთა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პადოვაში” 17 წლის ქართველი ფეხბურთელის დებიუტი შედგა

“საბურთალოს” აკადემიის აღზრდილმა დავით ლორთქიფანიძემ, რომელიც რამდენიმე წელიწადია იტალიაში თამაშობს, სერია B-ს ბინადარ “პადოვა”-ში სადებიუტო […...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუხაია და სიკაჩი “დინამოში” 1-წლით დარჩნენ

თბილისის “დინამოს” 30 წლის მოლდოველი მეკარე სტეფან სიკაჩი და 31 წლის მარჯვენა მცველი გუჯა რუხაია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გუგა კაჭახიძე: “ეროვნული ლიგა ევროპაში ახალ იმიჯს იქმნის”

ავსტრია, ესპანეთი, ბელგია, შვეიცარია, საბერძნეთი, დანია, შვედეთი, პოლონეთი, უნგრეთი… ბოლო 3 წელია, ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელთა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “იუვენტუსში” გადასვლა ახალი გამოწვევაა? სისულელეა”

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოასპარეზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა რონალდუს “იუვენტუსში” გადასვლაზე გაამახვილა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ რონალდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰარი კეინის ტრავმა მოსალოდნელზე უფრო სერიოზული აღმოჩნდა

ლონდონის “ტოტენჰემისთვის” “მანჩესტერ იუნაიტედთან” საშინაო არენაზე განცდილი მარცხი ორმაგად მტკივნეული აღმოჩნდა, რადგანაც დაკარგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავიდ სილვა “მანჩესტერ სიტის” რეკორდსმენი გახდა

პრემიერ ლიგის 22-ე ტურის მატჩი, რომელშიც “მანჩესტერ სიტიმ” “ვულვზის” დამარცხება შეძლო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მა...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 15 იანვარი

პიონტეკი “მილანში” გადასვლასთან ახლოსაა დიდი ალბათობით, გონსალო იგუაინი “მილანს” დატოვებს და ლონდონის “ჩელსიში” გა...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეტრ ჩეხი კარიერას ასრულებს

ლონდონის “არსენალის” კიპერმა პეტრ ჩეხმა გადაწყვიტა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს პროფესიულ კარიერას დაასრულებს. “ეს პროფესიონალი [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარტინ ონილმა “ნოტინგემ ფორესტი” ჩაიბარა

ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე “ნოტინგემ ფორესტმა” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარტინ ონილი დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

იაია ტურე: “რაფა მარკესი ჟერარ პიკეზე 10-ჯერ უკეთესი მცველი იყო”

ვეტერანმა კოტდიუვარელმა ფეხბურთელმა, იაია ტურემ განაცხადა, რომ რაფა მარკესი ჟერარ პიკეზე ათჯერ უკეთესი მცველი იყო. […]...
წაკითხვა