ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები: კობიაშვილმა არჩევანი გააკეთა
შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უკვე გააკეთა არჩევანი. როგორც ცნობილია, საქართველო მხარს ჯანი ინფანტინოს კანდიდატურას უჭერს.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელის პოსტისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის:
შეიხ სალმან ბინ იბრაჰიმ ალ ხალიფა – ბაჰრეინი, 50 წლის, აზიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი;
ტოკიო სეკსვალე – სამხრეთ აფრიკა, 62 წლის, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, ყოფილი პოლიტპატიმარი;
ალი ბინ ალ ჰუსეინი – იორდანიის პრინცი, 40 წლის, ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი;
ჯანი ინფანტინო – შვეიცარია, 45 წლის, უეფას გენერალური მდივანი, ფიფას რეფორმების კომიტეტის წევრი;
ჟერომ შამპანი – საფრანგეთი, 57 წლის, ფიფას გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ყოფილი დიპლომატი.