Football Observatory: ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ინგლისელია, რონალდუ ასეულშიც არაა
ფეხბურთის კვლევითმა ინსტიტუტმა CIES Football Observatory-მ მოცემულ მომენტში ევროპის წამყვან ხუთ ჩემპიონატში მოთამაშე ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა. აღნიშნული ინსტიტუტი რეიტინგს წელიწადში ორჯერ აქვეყნებს და მისი შედგენისას მოთამაშეთა ასაკს, მოქმედი კონტრაქტის ხანგრძლივობას, საერთაშორისო სტატუსს, კარიერულ პროგრესს ითვალისწინებენ. სიას “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი ლიდერობს, რომელიც წინა ჯერზე მხოლოდ მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა. ინგლისელი ფებხურთელის სატრანსფერო ღირებულებაც 165,6 მილიონ ევროდ ფასდება. მეორე პოზიციაზეა ერლინგ ჰოლანი (“დორტმუნდი”), ხოლო ზედა სამეულს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (“ლივერპული”) ხურავს. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ რონალდუ ასეულშიც კი ვერ მოხვდა. 35 წლის პორტუგალიელს სიაში 131-ე ადგილი უკავია. რაც შეეხება ლიონელ მესის, 33 წლის არგენტინელი ფეხბურთელი რეიტინგის 97-ე პოზიციაზე არის გამწესებული.
1. მარკუს რაშფორდი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 165.6 მლნ ევრო
2. ერლინგ ჰოლანდი (“დორტმუნდი”) – 152.0 მლნ ევრო
3. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (“ლივერპული”) – 151.6 მლნ ევრო
4. ბრუნო ფერნანდეში (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 151.1 მლნ ევრო
5. კილიან მბაპე (“პარი სენ-ჟერმენი”) – 149.4 მლნ ევრო
6. ჯეიდონ სანჩო (“დორტმუნდი”) – 148.3 მლნ ევრო
7. ჟოაპ ფელიში (“ატლეტიკო”) – 141.5 მლნ ევრო
8. ალფონსო დეივისი (“ბაიერნი”) – 139.2 მლნ ევრო
9. რაჰიმ სტერლინგი (“მანჩესტერ სიტი”) – 136.9 მლნ ევრო
10. კაი ჰავერცი (“ჩელსი”) – 136.0 მლნ ევრო
…
97. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 54 მლნ ევრო
…
131. კრიშტიანუ რონალდუ (“იუვენტუსი”) – 47 მლნ ევრო.