France Football-მა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები დაასახელა
პოპულარული გამოცემა France Football მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელების (საკლუბო დონეზე) სიას აქვეყნებს. საინტერესოა, რომ ათეულში მხოლოდ ორი მოქმედი მწვრთნელი მოხვდა.
პირველი ადგილი “აიაქსისა” და “ბარსელონას” ყოფილ თავკაც რინუს მიხელს შეხვდა, მეორე ადგილზე კი “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა სერ ალექს ფერგიუსონი გავიდა. სამეულში შევიდა “მილანის” ყოფილი დამრიგებელი არიგო საკიც.
სიის შედგენისას გამოცემის ხელმძღვანელები საკლუბო დონზე მიღწეულ წარმატებებს ითვალისწინებდნენ.
1. რინუს მიხელსი (ჰოლანდია)
2. ალექს ფერგიუსონი (შოტლანდია)
3. არიგო საკი (იტალია)
4. იოჰან კრუიფი (ჰოლანდია)
5. პეპ გვარდიოლა (ესპანეთი)
6. ვალერი ლობანოვსკი (სსრკ, უკრაინა)
7. ელენიო ერერა (არგენტინა, საფრანგეთი)
8. კარლო ანჩელოტი (იტალია)
9. ერნსტ ჰაპელი (ავსტრია)
10. ბილ შენკლი (შოტლანდია)
…
13. ჟოზე მოურინიო (პორტუგალია)
21. ფაბიო კაპელო (იტალია)
22. ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)
23. ვიქტორ მასლოვი (სსრკ)
27. იურგენ კლოპი (გერმანია)
31. დიეგო სიმეონე (არგენტინა)
32. არსენ ვენგერი (საფრანგეთი)
41. მირჩა ლუჩესკუ (რუმინეთი)
48. მარსელო ბიელსა (არგენტინა)
49. ანტონიო კონტე (იტალია)