გაბიმ კარიერა დაასრულა

თარიღი: ნოემბერი 30, 2020

მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილმა ნახევარმცველმა გაბიმ პროფესიული კარიერა დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის ესპანელი მომავალი სეზონიდან დიეგო სიმეონეს თანაშემწედ იმუშავებს. გაბი მადრიდული კლუბის აღზრდილი გახლავთ. მან “ატლეტიკოს” შემადგენლობაში 11 სეზონი დაჰყო და 413 მატჩი ჩაატარა. გაბიმ მოთამაშის კარიერის დასრულების შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაცხადა:

“როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, არ მეგონა, რომ ოცნებების ახდენა შემეძლო. დღეს წერტილის დასმისა და კარიერის დასრულების დღე დადგა. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ გზაზე დამემგზავრა: ყველა თანაგუნდელსა და მწვრთნელს, გუნდების თანამშრომლებს და რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახსა და მეგობრებს, რომლებსაც ჩემთვის არასოდეს მოუციათ დანებების უფლება. მადლობას ვუხდი ქომაგებს, რომლებიც ჩემგან მოითხოვდნენ, საუკეთესო ვყოფილიყავი როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.

ფეხბურთმა მომცა შესაძლებლობა, დავრჩენილიყავი ადამიანების მეხსიერებაში და ეს უდავოდ ყველაზე დიდი რამ არის, რაც მოვიპოვე. ახლა ოჯახზე ზრუნვის დრო დადგა. ყველას მადლობას გიხდით”.

გაბიმ “ატლეტიკოს” შემადგენლობაში თითო-თითოჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი (2013–2014), ქვეყნის თასი (2012–2013) და სუპერთასი (2014). ორჯერ გახდა ევროპის ლიგის გამარჯვებული (2011–2012, 2017–2018), ერთხელ დაისაკუთრა უეფას სუპერთასი (2012), ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (2013–2014, 2015–2016). გაბი ბოლო წლებში “ალ სადის” ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც ყატარის ჩემპიონატი ( 2018–2019) და თასი (2020) მოიგო.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ვალდანო: “რეალმა” მბაპეს ნაცვლად ჰოლანდი უნდა დაიმატოს”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, მწვრთნელმა და გენერალურმა მენეჯერმა, ხორხე ვალდანომ, პრესასთან საუბრისას ერლინგ ჰოლანსა და [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაპორტა: “პსჟ” მესისთან მიმართებაში უპატივცემლოდ იქცევა”

“ბარსელონას” პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, ჟოან ლაპორტა, კიდევ ერთხელ ეხმაურება ლეო მესი გარშემო მიმდინარე მოვლენებს […...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესიმ ფრანგული ენის შესწავლა დაიწყო

“ბარსელონას” ლიდერმა ლიონელ მესიმ ოჯახის წევრებთან ერთად ფრანგული ენის შესწავლა დაიწყო. ამ ინფორმაციას “კანალ +”-ის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედეგორი “არსენალში” მიდის

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა მარტინ ედეგორმა ლონდონის “არსენალში” სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამ ინფორმაციას “სქაი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბარსელონას 1.2 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი დაუგროვდა

კატალონიური “ბარსელონას” ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2020 წლის ფინანსური ანგარიშის საბუთები გამოქვეყნდა, სადაც ნათლად ჩანს კორონავირუსის პანდემი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალბა: “ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე საძულველი მოთამაშე ვარ”

“ბარსელონას” მცველმა, ხორდი ალბამ, პრესაზე საუბრისას რამდენიმე საინტერესო საკითხზე გაამახვილა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ ალბა “ბლაუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკოს” პრეზიდენტი: “ყოველთვის ვიცოდით, რომ სუარესი ევროპაში საუკეთე

მადრიდის “ატლეტიკომ” კვირა სათამაშო დღე “ვალენსიასთან” მოგებული მატჩით (3:1) დახურა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

პარედესი: “პსჟ მესის დარწმუნებას ცდილობს”

“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმა განაცხადა, რომ მისი კლუბი ლიონელ მესის გადაბირებას ცდილობს. არგენტინელ ფეხბურთელი [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

უროშ რაჩიჩის საოცარი გოლი “ატლეტიკოს” კარში (ვიდეო)

უროშ რაჩიჩის (“ვალენსია”) გოლი მადრიდის “ატლეტიკოს” კარში იხილეთ ვიდეო Racic, previously linked to Manchester United, [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკას ვასკესს “რეალთან” კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები ახალი კონტრაქტის გაფორმებას ვერც ლუკას ვასკესთან ახერხებენ. Carrusel Deportivo-ს ცნობით, ესპანელ შემტევს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენზემა: “აზარის საუკეთესო ვერსია გვინდა”

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ გუნდის გარემარბ ედენ აზარის შესახებ ისაუბრა, რომელმაც ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-20 [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფლორეტნტინო პერესმა, შესაძლოა, “ინტერს” ჰაკიმის დაბრუნება მოსთხოვოს

“რეალსა” და “ინტერს” შორის ურთიერთობა იძაბება. Corierre dello Sport-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი “ინტერის” და...
წაკითხვა
ფეხბურთი

სეტიენი “ბარსელონასგან” 4 მილიონ ევროს ითხოვს

კიკე სეტიენი და “ბარსელონა” შეთანხმებას კვლავ ვერ ახერხებენ. “ბლაუგრანას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი კონტრაქტის ნაადრევად გაწყვე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსასთან” მატჩის შემდეგ “კორნელიაში” კორონავირუსი გამოვლინდა

“კორნელიას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ხუთშაბათს ჩატარებული ტესტირებების შედეგად გუნდის ორ ფეხბურთელს...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოპა დელ რეის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა შედგა

ესპანეთში კოპა დელ რეის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა შედგა. როგორც ცნობილი ხდება, მერვედფინალები 26-28 იანვარს გაიმართება. […]...
წაკითხვა