გაბლ სტივსონი: “ტაჰა აკგულის ფორმას ჩარჩოში ჩავსვამ”
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა გაბლ სტივსონმა სოციალურ ქსელში ტაჰა აკგულთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და თურქი მოჭიდავე შეაქო.
როგორც იცით, სტივსონმა აკგული ოლიმპიადის მეოთხედფინალში 8:0 დაამარცხა. ამერიკელი ფინალში გენო პეტრიაშვილს დაუპირისპირდა, სადაც ბოლო წამებში გაიმარჯვა.
“2016 წელს, 16 წლის ვიყავი, როცა ვუყურებდი, როგორ მოიგო ტაჰა აკგულმა ოქროს მედალი რიოს ოლიმპიურ თამაშებზე. მომდევნო კვირაში, Twitter-ში ის შევაქე და დავწერე, როგორი მაგარი იქნებოდა მასთან ჭიდაობა. მაშინ არც კი ვიცოდი, რომ ხუთი წლის შემდეგ ჩვენ ერთი და იმავე წონით კატეგორიაშიაში ოლიმპიური ოქროსათვის ვიბრძოლებდით. დიდი ისტორია ამ ფოტოში მოკლედაა აღწერილი. მის “ფინკას” ჩარჩოში ჩავსვამ და ჩემი სახლის კედელზე სამუდამოდ ჩამოვკიდებ. ნამდვილი ლეგენდა, ვისთან ერთადაც ხალიჩაზე გავედი!” – წერს სტივსონი Instagram-ში.
შეგახსენებთ, რომ აკგულმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.