გაბრიელ ჟეზუსი “მანჩესტერ სიტის” ისტორიაში შევიდა
“მანჩესტერ სიტის” ბრაზილიელმა ახალწვეულმა, რომლის პრემიერ ლიგური დებიუტიც უკვე შედგა, ინგლისური გრანდის ისტორიაში შესვლა უკვე მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელისთვის “ვესტ ჰემთან” გამართული მატჩი პირველი იყო პრემიერ ლიგაში, რომელიც სასტარტოდან დაიწყო. მან მეტოქეთა კარში გოლის გატანასთან ერთად პირად აქტივში ერთი საგოლე გადაცემის ჩაწერაც შეძლო, რაც აქამდე “სიტის” არცერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია.
ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ “ქალაქელთა” ახალწვეული ინგლისში გადაბარგებამდე ბრაზილიური “პალმეირასის” ღირსებას იცავდა.