გაბრიელმა მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)
“ვალენსიას” რიგებში მოთამაშე გაბრიელ პაულისტამ “ხეტაფესთან” განცდილი გამანადგურებელი მარცხის (3-0) შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა.
“პოტენციურ გავარდნაზე საუბარი საშინელებაა. როდესაც აანალიზებ, თუ რაოდენ დიდი კლუბია “ვალენსია” და ხვდები, რომ შეიძლება გავარდეს, საშინელი რამ არის.
მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ბევრი მატჩია დარჩენილი და ყველაფერს გავაკეთებთ “ვალენსიასთვის” ძველი დიდების დასაბრუნებლად,” – განაცხადა აცრემლებულმა ბრაზილიელმა.
ამ დროისთვის “ღამურები” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიიას იკავებენ და ექვს ქულით უსწრებენ გასავარდნ ზონაში მყოფ “რეალ ვალიადოლიდს”.
Gabriel Paulista: "Playing for a club as big as Valencia hurts… But we have to move forward. We will improve the situation and bring Valencia to where it deserves to be".#afc pic.twitter.com/zvupEnMDRv
— Gilles 🇳🇬🇬🇧 (@GrimandiTweetss) February 27, 2021