გაფუჭებული ავტობუსი
მუნდიალზე ევროპული და აფრიკული გუნდების პირველი დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო გამოდგა.
ალჟირელთა მწვრთნელმა ვაჰიდ ჰალიჰოჯიჩმა თამაში კონტრშეტევებზე ააგო და აქცენტი სწრაფ ფლანგებზე გადაიტანა. ასეთმა ტაქტიკამ პირველ წუთებში გაამართლა. ალჟირელები ხშირად უტევდნენ და სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ. თუმცა, არც საკუთარი კარის უსაფრთხოებას ივიწყებდნენ. აფრიკელთა დაცვა მეკარე რაის მბოლისთან უშეცდომო იყო. აზარი, დე ბრეინე, ჩადლი და ლუკაკუ ვერაფერს ვერ ქმნიდნენ.
ტაიმის შუაში ვერტონგენმა საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესი ფეგულის წინააღმდეგ დაართვია. დაზარალებულმა პენალტი აურელვებლად შეასრულა და ალჟირი დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ ბელგიელთა თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ალჟირელთა დაცვა კი საათივით მუშაობდა და მეტოქეს მხოლოდ შორი დისტანციიდან აძლევდა დარტყმების განხორციელებას, რაც მბოლის ნადავლი ხდებოდა.
აფრიკელთა მთავარი შეცდომა ყრუ დაცვაში ჩაჯდომა გახდა. დრო გადიოდა და ალჟირელები მხოლოდ საკუთარი აკრის უსაფრთხოებაზე გადაერთვნენ და “ავტობუსის” ჩაყენება გადაწყვიტეს საკუთარ საჯარიმოში.
შეხვედრის შედეგზე მარკ ვილმოტსის სწორმა ცვლილებებმაც იმოქმედა. მეორე ტაიმში შემოსული ფელაინი და მერტენსის გოლებმა ბელგიელებს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანეს.
ბელგია 2-1 ალჟირი
გოლები: ფეგული 25′ (0:1); ფელაინი 70′ (1:1); მერტენსი 80′ (2:1)