გადაიდება თუ არა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები?
კორონავირუსის გამო, მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო. ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული, რა ბედი ელის ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც ზაფხულშია (24 ივლისი-9 აგვისტო) ჩანიშნული.
“ბიბისის” ცნობით, ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიური თამაშების გადადების საკითხს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებს მისაღებად ოთხი კვირა ითხოვა. დიდი ალბათობით, ეს უდიდესი სპორტული მოვლენა გადაიდება.
თამაშების გაუქმება დღის წესრიგში არ შედის. როგორც ირკვევა, დღესდღეისობით სამი ვარიანტი განიხილება:
1. ოლიმპიური თამაშები ჩატარდეს შემოდგომაზე;
2. ოლიმპიური თამაშები ჩატარდეს 2021 წლის ზაფხულში;
3. ოლიმპიური თამაშები ჩატარდეს 2022 წლის ზაფხულში.
ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სეოკ-ი დიდ ზეწოლას განიცდის ისეთი დიდი სახელმწიფოების ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისაგან, როგორიც აშშ და გაერთიანებული სამეფოა. ქვეყნები ითხოვენ, რომ ოლიმპიური თამაშები გადაიდოს.
ასეთ რთულ პერიოდში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რას იტყვის იაპონიის მთავრობა. როგორც იცით, თამაშები ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს, სახელმწიფომ კი უკვე 35 მილიონი ევროს ინვესტიცია უკვე განახორციელა.