გადაწყდა: დატოვებს თუ არა სახო ზამთარში “ლივერპულს”?
როგორც ინგლისური გამოცემა, Mirror-ი იტყობინება, საფრანგეთის ნაკრებისა და მერსესაიდული “ლივერპულის” ფეხბურთელი, მამადუ სახო მზადაა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი დატოვოს. სახოს აზრით, იურგენ კლოპის გუნდში მის კარიერას მომავალი არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ წინასასეზონო შეკრებაზე სახოს კლოპთან უთანხმოეება მოუვიდა და იგი გერმანელმა 23 წლამდე გუნდში დააქვეითა.
როგორც ირკვევა, 26 წლის მოთამაშის გადაბირებით ფრანგული “ლილია” დაინტერესებული. მისი ხელმძღვანელობა მამადუს კვირაში 100 000 ევროს სთავაზობს. დიდი ალბათობით, კლუბების შეთანხმების შემდეგ, ნახსენები მოთამაშე სწორედ საკუთარი ქვეყნის გუნდში გადაბარგდება.