გადაწყდა: გიორგი მაკარიძე “ალმერიაში” ითამაშებს
საქართველოს ნაკრების 30 წლის მეკარე გიორგი მაკარიძე კარიერას ესპანურ “ალმერიაში” გააგრძელებს.
მაკარიძე “ალმერიას” ოფიციალურად ორშაბათს შეუერთდება და გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
“ალმერიამ” გასულ სეზონში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მე-4 ადგილი დაიკავა, თუმცა გადასვლა ვერ შეძლო.
გიორგის აგვისტოში სიტყვიერი შეთანხმება თავიდან თურქულ კლუბ “ეზრუმისპორთან” ჰქონდა, თუმცა “ალმერიას” გამოჩენის შემდეგ ესპანეთში გადასვლა უკეთესი ვარიანტი იყო და “ეზრუმისპორს” უარი უთხრა.
თურქეთის ლიგის ახალწვეული კლუბი კი მაკარიძეს სარჩელით დაემუქრა, იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტს სწორედ მათთან არ გააფორმებდა. თურქები სარჩელის გაგზავნას Fifa-ში აპირებენ და მოთხოვნებად, 4-თვიანი დისკვალიფიკაცია და 100 ათასი ევრო აქვთ წარმოდგენილი.
მაკარიძეს თითქმის მთელი კარიერა პორტუგალიაში აქვს გატარებული და 2019 წლიდან “სეტუბალში” თამაშობდა. “სეტუბალმა” მაკარას დიდი დამსახურებით ჩემპიონატში ადგილი შეინარჩუნა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო 2 ლიგით დააქვეითეს და ქართველსაც თავისუფალი აგენტის სტატუსი ავტომატურად მიენიჭა.