გადაწყვეტილია – შედგება თუ არა თუშიშვილი – რინერის დაპირისპირება ზაგრების გრან პრიზე?
26-28 ივლისს ზაგრების გრან პრი გაიმართება. ხორვატიის დედაქალაქში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ცხრა სპორტსმენით წარსდგება.
ტურნირამდე ერთი კვირით ადრე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დააანონსა, რომ ზაგრების გრან პრიზე მძიმეწონოსნები – გურამ თუშიშვილი და ტედი რინერი იასპარეზებდნენ. ამ ორგანიზაციამ ტურნირის მთავარ ფოტოზე ეს ორი სპორტსმენი გამოსახა, მოგვიანებით კი მათ თრეილერის სახით, ვიდეოც მიუძღვნა. ცხადია, თუშიშვილი-რინერის დაპირისპირებას ყველა ელის, რამაც ქართველ და უცხოელ გულშემატკივრებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
ის, რომ თუშიშვილი ზაგრების გრან პრიზე არ იასპარეზებდა, ქართველებისთვის ადრეც ცნობილი იყო, მაგრამ ახლა საქართველოს ძიუდოისტთა ფედერაციამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. ცნობილი გახდა, თუ როგორი შემადგენლობით იასპარეზებს საქართველოს ნაკრები ხორვატიაში.
-60კგ : თემურ ნოზაძე
-81კგ: ტატო გრიგალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი
-90კგ: ბექა ღვინიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი
-100კგ: ონისე სანებლიძე, ლაშა ტაველური
+100კგ: გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი