გადაუხდელი სიყვარული

თარიღი: სექტემბერი 11, 2013

ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, საკუთარი ქვეყნის ნაკრებზე უზომოდ შეყვარებული ირლანდიელი ქომაგის შესახებაა. დუბლინის მკვიდრი დევიდ ფინი სამშობლოდან შორეულ ავსტრალიაში 16 წლის წინათ გადაიხვეწა. საბედნიეროდ, ევროპიდან ავსტრალიაში საფეხბურთო მატჩების ტელეტრანსლაციის განხორციელების პრობლემა არ დგას. ფინიც ცდილობდა, ხელიდან არ გაეშვა ეროვნული ნაკრების მატჩების ტელევიზიით ხილვის შესაძლებლობა, თუმცა…

გასულ კვირას მისთვის დაუჯერებელი რამ მოხდა: ფინიმ ტელეპროგრამაში  ირლანდიისა და შვედეთის ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ვერ იპოვა. ადგილობრივ ტელევიზიებში მას განუმარტეს, რომ აღნიშნული შეხვედრის ტრანსლირებას არ გეგმავდნენ. 38 წლის ფინიმ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო…

საზრიანი ქომაგი იმ კომპანიას დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნული მატჩის ჩვენებაზე უფლებებს ფლობდა: „ირლანდიისა და შვედეთის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის ჩვენებაზე ამ თქვენი უფლებების შეძენა მინდა“.

კომპანიის თანამშრომლები ასეთმა მოულოდნელმა შემოთავაზებამ განაცვიფრა და დევიდი ზრდილობიანად უარით გაისტუმრეს. ჯიუტმა ირლანდიელმა ხელი არ ჩაიქნია და მეორე დღეს კომპანიას გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მას მწვანე შუქი აუნთეს.

ტრანსლაციის განხორციელებაზე ფინი იმ ტელეარხს მოელაპარაკა, რომელიც ბარებში, კაზინოებსა და ავსტრალიის მთელ აღმოსავლეთ სანაპიროზე პოპულარულია. ნაკრებისადმი სიყვარული დევიდ ფინის რამდენიმე ათასი დოლარი დაუჯდა.

– დევიდ, საიდან გაქვთ ამდენი პირადი თანხა? – დაინტერესდა ჟურნალისტი.
– არც მქონია და არც მაქვს. ყველაზე რთული ჩემი მეუღლის დარწმუნება იყო. მეწინააღმდეგებოდა, თუმცა სიტყვა მივეცი, რომ რასაც ამ ტელეტრანსლაციისთვის დახარჯავდა, უკლებლივ უკან დაუბრუნდებოდა.

ირლანდიელმა ფეხბურთელებმა ავსტრალიაში მცხოვრები მათი თანამემამულე ვერ გაახარეს და მატჩი ანგარიშით 1:2 დათმეს.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ადებაიორმა პროვოკაციული პოსტი გამოაქვეყნა და ფანებს შეურაცხყოფა მიაყენა

“არსენალის”, “მანჩესტერ სიტის”, “რეალისა” და “ტოტენჰემის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ემაუელ ადებაიორმა, სოცი...
წაკითხვა
ფეხბურთი

რით გადაადგილდება ემანუელ ადებაიორი ტოგოში (ფოტო)

“ისტანბულ ბაშაკშეხირის” ფეხბურთელი, ემანუელ ადებაიორი შვებულების დღეებს სამშობლოში, ტოგოში ატარებს. “არსენალის”, “რეალის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლინეკერის ვაჟი აფრიკაში ყოფნისას სიკვდილს ძლივს გადაურჩა

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა, გარი ლინეკერი, ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მისი ვაჟი აფრიკაში მომხდარ საფეხბურთო ამბოხებას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

Daily Mail-მა ჰოვარდ ვებს ამერიკულ ბარში მიაკვლია, სადაც ლუდს არ ასმევდნენ

ინგლისის პრემიერ ლიგაში მომუშავე ყოფილ მსაჯს, ჰოვარდ ვებს, თავად შეექმნა პროლემები ერთ-ერთ ამერიკულ ბარში, სადაც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუსეთის ფრენბურთის ნაკრების მწვრთნელმა კორეელებს დასცინა (ფოტო)

სამხრეთ კორეას ფრენბურთის ფედერაციამ სასამართლოში საჩივარი შეიტანა რუსეთის ფრენბურთის ნაკრების დამხმარე მწვრთნელის წინააღმდეგ. იტალიელ სერჟიო [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

გაბრიელ ჟეზუსს ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

“მანჩესტერ სიტისა” და ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავ გაბრიელ ჟეზუსს CONMEBOL-მა ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა კოპა ამერიკას [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ზეედორფი კამერუნის ნაკრების თავკაცის პოსტიდან გაათავისუფლეს

მსოფლიო ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი, კლარენს ზეედორფი, რომელმაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოკიდა ხელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიკეტის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოედანზე ვიტალის დედა შევარდა

ჩემპიონთ ლიგის 2019 წლის ფინალში კინსი ვოლანსკის გამოჩენის შემდეგ, ვიტალი ზდოროვეტსკის 18+ არხი რუსი ბლოგერის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყველაზე სწრაფი ნოკაუტი UFC-ის ისტორიაში – მასვიდალის 5 წამი

ხორხე მასვიდალმა, მოგიზგიზე ცეცხლმა, დღეს კიდევ ერთი სასწაული შემოგვთავაზა. ამერიკელმა მებრძოლმა UFC-ის რეკორდი დაამყარა ყველაზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მოპედით წყალში გადახტომისთვის ბალოტელიმ ორი ათასი გადამიხადა” (ვიდეო)

“მანჩესტერ სიტის”, “ლივერპულის”, “მილანისა” და “ინტერის” ყოფილი თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი, კვლავაც ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სკანდალი: ახალგაზრდა “ბეშიქთაშელებმა” საბერძნეთში მეძავები გამოიძახეს და მათთა

გერმანული ტაბლოიდი Bild ახალგაზრდა თურქი ფეხბურთელების მიერ ჩადენილ საინტერესო საქციელზე მოგვითხრობს, რომელიც უკვე შეირაცხა “სექსუალურ […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ხავიმ სამწვრთნელო კარიერა წამოიწყო

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ჩავიმ, გადაწყვიტა საფეხბურთო სამყაროს თავი სხვა ამპლუაშიც წარუდგინოს [...
წაკითხვა
ფეხბურთი

უნგრელმა გაბორ კირაიმ საფეხბურთო კარიერა 43 წლის ასაკში დაასრულა

უნგრეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მეკარემ, გაბორ კირაიმ, საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ 43 წლის ასაკში მიიღო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იკერ კასილასის მეუღლე, სარა კარბონერო, სიმსივნეს ებრძვის

ლეგენდარული ესპანელი მეკარის, იკერ კასილასის, მეუღლე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცნობილი ხდება, სარა კარბონერო საკვერცხის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ემილიანო სალას მამა შვილის გარდაცვალებიდან სამ თვეში დაიღუპა

ემილიანო სალას მამა, ჰორაციო სალა შვილის გარდაცვალებიდან სამ თვეში, არგენტინაში, საკუთარ სახლში გულის შეტევით დაიღუპა. […]...
წაკითხვა