გადავა „ინტერი“ ჩინელების ხელში?
თარიღი: სექტემბერი 13, 2013

მილანის „ინტერის“ პრეზიდენტი მასიმო მორატი კლუბის საკონტროლო პაკეტის გაყიდვაზე ფიქრობს.
იტალიური პრესის ცნობით, მორატი „ინტერისთვის“ ახალი სტადიონის აშენებით არის დაინტერესებული, თუმცა იტალიელ ნავთობმაგნატს დიდი თანხის ინვესტირება არ სურს. ამით ისარგებლეს ჩინელმა ბიზნესმენებმა და კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტის შეძენა მოისურვეს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი ჩინელების ხელში გადავიდეს.
ბექა დოგრაშვილი
მსგავსი სიახლეები