გაძევება, მსაჯის შეცდომები და ლამაზი გოლები სეზონის ბოლო “კლასიკოში” (ვიდეო)
ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დაძაბული თამაში შედგა კატალონიის “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის.
კატალონიელებმა მატჩის პირველივე წუთებიდან იგდეს ხელთ უპირატესობა, რაც მოსალოდნელიც იყო. შეხვედრის დაწყებიდან 10 წუთი იყო გასული, როდესაც ლუის სუარესი დიდოსტატურად გაიხსნა მეტოქის საჯარიმოში და სერხი რობერტოს გადაცემას შესაბამისად გამეოხმაურა. ოთხი წუთის შემდეგ რონალდუმ ბენზემას გადაცემა გარდასახა გოლად და ანგარიშიც გაათანაბრა.
სამწუხაროდ, გოლის მომენტში კრიშტიანუ რონალდუმ ფეხი დაიზიანა, რის გამოც პირველ ტაიმში დისკომფორტის თანხლებით თამაშობდა. ტაიმის მიწურულს სიტუაცია ძალიან დაიძაბა. ამ წნეხს ვერ გაუძლო სერხი რობერტომ და მარსელოს გამოწვევაზე წამოეგო – ჩაარტყა მუშტი, რის გამოც მოედნიდან გააძევს.
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, შეხვედრის მეორე ნახევარში ათკაციანი “ბარსელონა” გაცილებით უფრო კარგად თამაშობდა, ვიდრე “რეალი”. თავისი გოლი გაიტანა ლეო მესიმაც, რასაც 72-ე წუთზე გარეტ ბეილმა უპასუხა – 2:2. მატჩის მიწურულს სიტუაცია ძალიან დაიძაბა, მაგრამ გუნდებმა გოლის გატანა ვეღარ შეძლეს.
ასე რომ, ესპანეთის ჩემპიონი “ბარსელონა” კვლავაც განაგრძობს დაუმარცხებელ სერიას, მადრიდელები კი დიდი კიევური ფინალისთვის იწყებენ მზადებას.
“ბარსელონა”: ტერ შტეგენი; ხორდი ალბა, უმტიტი, პიკე, რობერტო; ინიესტა (პაულინიო 58′), რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო (სემედუ 46′); სუარესი (პაკო 88′), ლეო მესი
მთავარი მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
“რეალი”: კეილორ ნავასი; ნაჩო (ლუკას ვასკესი 69′), რაფაელ ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (კოვაჩიჩი 84′); გარეტ ბეილი, ბენზემა, კრიშტიანუ რონალდუ (ასენსიო 46′)
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი