გაგამ ბალანსი კვლავ გაათანაბრა

თარიღი: ნოემბერი 18, 2013

კიუშუ ბაშოს ნაკაბიზე ბალანსი კიდევ ერთხელ გაანულა ჩვენმა გაგამარუმ. ქართველმა გოლიათმა ლიდერთა შორის მყოფ მონღოლ მე-15 მაეგაშირა შოტენროს ჰატაკიკომით სძლია.

შერკინების სტარტზე გაგამ მძლავრი მჯიღი უთავაზა მონღოლ მეტოქეს და უკან დაახევინა, შემდეგ კეფაზე მარჯვენა ხელი მოავლო, თავისკენ დაქაჩა და გულდაღმა დოჰიოზე დაანარცხა.

გაგა ჯუღელისთვის ეს მე-4 გამარჯვება გახლდათ, 4 მარცხის საპირისპიროდ და როგორც უკვე გითხარით, კიდევ ერთხელ გავიდა იგი ნულოვან ბალანსზე.
ჩვენებურის მომდევნო მეტოქე კიდევ ერთი მონღოლი, ჯურიოს დივიზიონში პირველ ნომრად განთესილი კაგამიო იქნება, რომელსაც ამ დროისთვის 5 მოგება და 3 მარცხი აქვს ბაშოზე. გაგა და კაგამიო აქამდე ერთმანეთს დოჰიოზე მხოლოდ ერთხელ, შორეულ 2008 წელში შეხვედრიან, როდესაც ისინი მაკუშიტას (რანგით მე-3) დივიზიონში გამოდიოდნენ და მაშინ მონღოლმა ოშიდაშით იმარჯვა. მას შემდეგ ჩვენმა გოლიათმა მაკუუჩიც დააჭაშნიკა (07.2010) და სანიაკუსაც გაუსინჯა გემო, კომუსუბის წოდების რანგში (03.2012), მონღოლმა კი მხოლოდ ამა წლის დასაწყისში შეძლო ჯურიოში გადმოსვლა და უკვე მე-6 ტურნირს ატარებს ელიტარული სუმოს მე-2 დივიზიონში.

ნოემბრის ბაშოს კვლავ წაუგებლად ლიდერობენ მონღოლი იოკოძუნები, ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი. მათი მდევრების რიცხვი კი დღეს ერთბაშად 4-დან 1-მდე შემცირდა და ის სუმოისტი, რომელიც 7 მოგებითა და 1 მარცხით მათ კვალში უდგას, გახლავთ ჩვენი ტოჩინოშინის თანაგუნდელი, ბულგარელი მე-5 მაეგაშირა აოიიამა.
6 მოგება და 2 მარცხი გააჩნია ერთბაშად შვიდ სუმოისტს, რომელთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იაპონელი ოძეკი კისენოსატო, მონღოლი ოძეკი კაკურიუ და იაპონელი სეკივაკე გოეიდო იმსახურებენ. მე-8 ტურში განსაკუთრებით საინტერესო სწორედ კისენოსატოსა და გოეიდოს შერკინება აღმოჩნდა, სადაც იაპონელმა სეკივაკემ მასზე კლასითა და რანგით უფრო მაღლა მდგომი ოძეკი კუბინაგეს ულამაზესი ილეთით დაანარცხა დოჰიოზე.

კიუშუ ბაშო ტრადიციულად 15 დღეს გასტანს და 24 ნოემბერს დასრულდება.

 



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

უცნაური სანახაობა – კოცნა ჩხუბის ნაცვლად (ვიდეო)

სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც MMA-ს მებრძოლები, კარინა პედრო და დენისა რიანდოვა აწონვისას ერთმანეთის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” – დვალიშვილი რუსთან გამარჯვების შ

12 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-11 ბრძოლა გამართა. ღონისძიების მთავარ შეხვედრაში მერაბი რუს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა! (ვიდეო)

12 მარტს, UFC-ში მერაბ დვალიშვილ რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ქართველმა რუსი მეტოქე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იანმა დვალიშვილს დაარტყა (ვიდეო)

რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილს ხელი დაარტყა და მისი გამოწვევა სცადა. ბრძოლა 12 მარტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სწორი გადაწყვეტილება – 24 საათიანი დაცვა…

ხვიჩა კვარაცხელია მანქანის მოპარვის შემდეგ, დროებით, სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარა ახლა მუდმივ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“კარიერა ძალით დაამთავრებინესო… ვინ გააგდო საქართველოდან?” – ჟურნა

სპორტული ჟურნალისტი ზაზა ბურდილაძე ელენე გედევანიშვილს ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც “რუსთავი 2”-ზე გავიდა. ელენემ აღნიშნა, რომ […...
წაკითხვა
სხვადასხვა

ელენე გედევანიშვილი: “მომიშორეს… რუსეთის სახელით მთხოვეს გამოსვლა, მაგრამ ამას

“რუსთავი 2”-მა ელენე გედევანიშვილთან ამერიკაში ინტერვიუ ჩაწერა. გედევანიშვილი ახლა ამერიკაში ცხოვრობს და ბავშვებს ფიგურულ ციგურაობას [&hel...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ტაილანდში ჩამოგაკითხავთ” – დვალიშვილს რუსი მებრძოლი 50 ათას დოლარს არ უ

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის მეგობარს, ONE FC-ის ჩემპიონს, ანატალოლი მალიხინს 50 ათასი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

უსეინ ბოლტს 10 მილიონიდან 10 ათასი დოლარი დაუტოვეს

ლეგენდარულ იამაიკელ სპრინტერს უსეინ ბოლტს რამდენიმე დღის წინ საინვესტიციო ანგარიშზე შესვლისას 10 მილიონი დოლარის ნაცვლად […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ხელი, ხელი, ხელი” – უმძიმესი ტრავმა და გენო პეტრიაშვილის რეაქცია (ვიდეო

გენო პეტრიაშვილი საქართველოს ჩემპიონია. ფინალში მან სოლომონ მანაშვილი ძალიან მარტივად დაამარცხა. სამწუხაროდ, ბოლო მომენტში მანაშვილს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ილია თოფურიამ ბარში ესპანელი მომღერალი არ დაინდო (ვიდეო)

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ბარში ესპანელ მომღერალს სცემა. ვიდეოში ჩანს, რომ თოფურია ვიდეო თამაშს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დანა უაითმა ცოლს ხელი გაარტყა (ვიდეო)

UFC-ის ბოსმა დანა უაითმა კლუბში ყოფნის დროს ცოლის მიერ სახეში გარტყმას იგივეთი, თუმცა უფრო ძლიერად […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ასანიძის რეაქცია, როცა ტალახაძემ გადამწყვეტი წონა დააფიქსირა (ვიდეო)

17 დეკემბერს, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრი ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი კარიერაში მეექვსედ გახდა. ლაშამ კოლუმბიაში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ილია თოფურია დაუმარცხებელია – ზედიზედ მე-5 გამარჯვება UFC-ში! (ვიდეო)

11 დეკემბერს, ლას ვეგასში გამართულ UFC-ის ღონისძიებაზე ილია თოფურიამ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი […]...
წაკითხვა