გაგამარუს გამარჯვება ხელიდან გამოსტაცეს

თარიღი: ნოემბერი 20, 2013

ორი შერკინება გახდა გუშინ საჭირო, ჩვენ გაგამარუსა და მონღოლ ტამავაშის შორის, გამარჯვებულის გამოსავლენად. პირველ შემთხვევაში, როდესაც გაგამ მონღოლი მე-11 მაეგაშირა გულდაღმა დასცა დოჰიოზე, მთავარმა მსაჯმა გამარჯვება ჩვენებურს მიაკუთვნა. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ილეთის შესრულების დროს, ქართველ გოლიათს დოჰიოს ხაზს მიღმა დაედგა ფეხი და გვერდითმა მსაჯებმა მონოი (კონსილიუმი) მოითხოვეს, რომლის შედეგადაც განმეორებითი შერკინების გამართვა გადაწყვიტეს.

რემატჩის დროს გაგამარუ უკვე დაღლილი ჩანდა, რითაც კარგად ისარგებლა ტამავაშიმ, კორპუსში ჭკვიანურად შევიდა ჩვენებურთან და იორკირით გაიყვანა დოჰიოდან.

ამ დამარცხებით გაგა ჯუღელის ბალანსი კიდევ ერთხელ განულდა კიუშუ ბაშოზე (5-5). მისი მომდევნო მეტოქე იაპონელი მე-8 მაეგაშირა, ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც ასევე 5-5 მოგება-წაგება აქვს ფუკუოკაში. აქამდე ჩატარებულ 2 შერკინებაში კი ორივეჯერ გამარჯვება იაპონელს დარჩა. თუმცა, სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ტაკარაფუჯი ნამდვილად არ განეკუთვნება გაგასთვის დაუმარცხებელ და უხერხულ მეტოქეთა რიცხვს. ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ შეძლებს დღეს ჩვენი გოლიათი იაპონელის ძლევას.

ნოემბრის ბაშოს დასრულებამდე 5 ტურით ადრე კვლავ წაუგებლად, 10-10 მოგებით ლიდერობენ ტურნირს მონღოლი იოკოძუნები, ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი. ასეთ შემთხვევას კი საერთოდ არ ქონია ადგილი მას შემდეგ, რაც ეს ორი სუმოისტი ერთდროულად ატარებს იოკოძუნას ტიტულს (ანუ 2012 წლის ნოემბრიდან).

ლიდერებს 8-8 მოგებით კვალში 3 სეკიტორი უდგას: იაპონელი ოძეკი კისენოსატო, მონღოლი ოძეკი კაკურიუ და იაპონელი მე-6 მაეგაშირა ჩიოტაირიუ.

ყველაფერი კი იქეთ მიდის, რომ იმპერატორის თასი ისევ მონღოლ იოკოძუნებს შორის გათამაშდება. საინტერესოა, შეძლებს კი ჰარუმაფუჯი ჰაკუჰოს ჰეგემონიის დამხობას?

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

თურქი კომენტატორების რეაქცია გენო პეტრიაშვილის ტაჰა აკგულთან გამარჯვებაზე (ვიდეო)

21 სექტემბერს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, გენო პეტრიაშვილი (125 კგ) მსოფლიო ჩემპიონი კარიერაში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის კომენტარი ოძეკის წოდების დაკარგვის შემდეგ

აკი ბაშოს მე-14 დღეს ტოჩინოშინი მიოგირიუსთან დამარცხდა. ქართველმა სუმოისტმა ტურნირის დასრულებამდე ერთი დღით ადრე მე-8 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტაჰა აკგულის პოსტი სოციალურ ქსელში გენო პეტრიაშვილთან მარცხის შემდეგ

21 სექტემბერს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, გენო პეტრიაშვილი (125 კგ) მსოფლიო ჩემპიონი კარიერაში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ მოიქცა გენო პეტრიაშვილი ტაჰა აკგულთან გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

21 სექტემბერს, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილმა მორიგი დიდი წარმატება იზეიმა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია – ტაჰა აკგული ისევ დამარცხებულია! (ვიდეო

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, გენო პეტრიაშვილი ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მსოფლიო ჩემპიონი კარიერაში მესამედ [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

რას აპირებს ხაბიბ ნურმაგომედოვი კარიერის დასრულების შემდეგ?

UFC-ის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ის ეკონომისტობას აპირებს. “მე მოსკოვის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კუნელაშვილის პირველი გოლები გერმანიაში

ალთა ეროვნული ნაკრების ხელბურთელი ქეთი კუნელაშვილი თურქეთის არდაშენიდან გერმანიის ობერ-ეშბახში გადავიდა და უკვე ჩაება ამ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მე-5 გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)

აკი ბაშოს მე-10 სატურნირო დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ჩიოტაირიუს დაუპირისპირდა და მეტოქე დაამარცხა. ტოჩინოშინმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება?

შერეული ორთაბრძოლების ირლანდიელი სპორტსმენი, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი, შესაძლოა, მალე ოქტაგონზე ვიხილოთ. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ აღნიშნა ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო ჩემპიონობა (ვიდეო)

15 სექტემბერს, ნუგზარ წურწუმია ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ყაზახეთში მიმდინარე ტურნირის ფინალში 55კგ. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტოჩინოშინის მე-3 გამარჯვება აკი ბაშოზე (ვიდეო)

აკი ბაშოს მე-8 სატურნირო დღეს ტოჩინოშინი შოდაის დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა სუმოისტმა მიმდინარე ტურნირზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალს” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ნადალისა და ფედერერის შეხვედრის ჩატა

მადრიდის “რეალის” მესვეურები აქტიურად განიხილავენ “სანტიაგო ბერნაბეუზე” რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს შორის საჩოგბურთო მატჩ...
წაკითხვა
სხვადასხვა

გახდება თუ არა ხაბიბის შვილი MMA-ს მებრძოლი – ნურმაგომედოვის პასუხი

UFC-ის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი რუსული ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი […]...
წაკითხვა