გაგი მარგველაშვილი “დინამოში” რჩება
ბათუმის “დინამოს” 25 წლის ცენტრალური მცველი გაგი მარგველაშვილი “ბოსნია-ჰერცეგოვინაში” წასვლას არ აპირებს და გუნდში რჩება.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარგველაშვილი ბოსნიის მე-8 ადგილოსან “ველეს მოსტარში” მიდიოდა, თუმცა შემდეგ აღარ დადასტურდა.
მარგველაშვილი შეკრებაზე სოლიდურად არ გამოიყურება და გასულ საჩემპიონო სეზონშიც ელიგაში მხოლოდ 9 მატჩი ითამაშა. გარდა ამისა, გულშემატკივარი განსაკუთრებულად დაცვის გაძლიერებას ლეგიონერით თხოვს, თუმცა ბათუმში გიორგი რეხვიაშვილი და ლუკა ქაფიანიაძე ვიხილეთ. კარგი მცველები, მაგრამ ნაკლებად მოქნილები.
გაგი “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია და კლუბის კაპიტანიც იყო. 2017 წლიდან მოყოლებული გუნდში 120-ზე მეტი მატჩი ჰქონდა გამართული და კარიერის გაგრძელება უნგრულ “მეზოკოვეშდიში” გადაწყვიტა, სადაც სამედიცინო შემოწმებაც გაიარა, ვარჯიშობდა, თუმცა მოულოდნელად წამოსვლა მოუწია და საქართველოში დაბრუნდა.