გაგი მარგველაშვილი მაინც წავიდა – ჩრდილოეთ მაკედონიაში
ბათუმის “დინამოს” 25 წლის ცენტრალური მცველი გაგი მარგველაშვილი კარიერას ჩრდილო მაკედონიურ “შკუპი 1927”-ში გააგრძელებს.
გაგიმ “შკუპისთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდა. “შკუპის” ცენტრალური მცველი დაემტვრა და გაგი სწორედ მას შეცვლის.
გუნდი 18 ტურის შემდეგ 42 ქულით ჩრდილო მაკედონიის უმაღლეს ლიგას ლიდერობს და მე-2 ადგილოსანს 9 ქულით უსწრებს.
1 კვირის წინ მარგველაშვილი ბოსნიურ “ველეს-მოსტარს” დაუკავშირეს, თუმცა მაშინ ინფორმაცია უარყო.
ფეხბურთელი “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია და კლუბის კაპიტანიც იყო. 2017 წლიდან მოყოლებული გუნდში 120-ზე მეტი მატჩი ჰქონდა გამართული და კარიერის გაგრძელება უნგრულ “მეზოკოვეშდიში” გადაწყვიტა, სადაც სამედიცინო შემოწმებაც გაიარა, ვარჯიშობდა, თუმცა მოულოდნელად წამოსვლა მოუწია და საქართველოში დაბრუნდა.