“გაგიჟდით? ეს აღარასოდეს გააკეთოთ!” – იურგენ კლოპი ფეხბურთელებს
თარიღი: სექტემბერი 21, 2020

20 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
შეხვედრის პირველი ნახევრის მიწურულს ლონდონელთა მცველმა კრისტიენსენმა სადიო მანე წააქცია, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო. მას შემდეგ, რაც მსაჯმა დანიელი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა, “ლივერპულის” რამდენიმე ფეხბურთელმა ტაში დაუკრა და იზეიმა. კლოპს საკუთარი გუნდის მოთამაშეების საქციელი არ მოეწონა და მათ ასეთი სიტყვებით მიმართა: “გაგიჟდით? ეს აღარასოდეს გააკეთოთ.”
Here’s a closer look at the foul that gave Christensen a Red card towards the end of the first half.
That ball from Hendo 😍pic.twitter.com/PKWCPtiTBH
— LFC Transfer Room (@LFCTransferRoom) September 20, 2020
მსგავსი სიახლეები