გაგლიარდინი: “ბავშვობაში ჩემი კუმირი ზინედინ ზიდანი იყო”
მილანის “ინტერმა” გასულ ოთხშაბათს “ატალანტადან” ახალგაზრდა იტალიელი ნახევარმცველი, რობერტო გაგლიარდინი ინათხოვრა. 22 წლის ფეხბურთელი კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება. “ინტერს” მისი გამოსყიდვის უფლებაც აქვს.
იტალიაში გაგლიარდინიზე დიდ იმედებს ამყარებენ. იგი ვენტურამ ლიხტენშტეინთან და გერმანიასთან გასამართი მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახა.
რობერტომ მილანში ჩასვლის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ინტერვიუს დროს, ახალაგზრდა მოთამაშემ აღნიშნა, რომ ბავშვობაში მისი კუმირი ზინედინ ზიდანი იყო.
“როცა პატარა ვიყავი, ზიდან ვაღმერთებდი. ფრანგის სათამაშო სტილი ძალიან მომწონდა. თუმცა, ის თვისებები რაც მას გააჩნდა, მე არ მაქვს.”
“თანამედროვეობაში, ჩემს როლს, პოლ პოგბასას შევადარებდი. ის საკუთარ პიზიციაზე მსოფლიოში საუეკეთესოა.”
“ამ გუნდში ბევრი ლეგენდა თამაშობდა. მათ შორის, გამოვარჩევდი ხავიერ ძანეტის, რომელიც კლუბის ღირსებას 20 წელი იცავდა. ჩემი ოცნებაა, რომ მის გზას გავყვე,” – განაცხადა რობერტომ.