“გაგრა” და “კოლხეთი” დააჯარიმეს
დღეს, ფეხბურთის ფედერაციაში სადისციპლინო კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც 19 მაისს, მუხრანში „გაგრასა“ და ხობის „კოლხეთს“ შორის გამართული შეხვედრა განიხილეს. შეგახსენებთ, რომ 37-ე წუთზე მომხდარი ჩხუბის შედეგად, მატჩი ჩაიშალა.
კომიტეტმა ჯიმშერ ტყებუჩავას თავჯდომარეობით და წევრების – ზვიად დარასელის და ზვიად ქორიძის მონაწილეობით მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ დაჯარიმდეს 5 000 ლარით; ფეხბურთელები ივანე ჭაბუკიანი, დათო მიქავა, თემურ ბექაური და გიორგი კვიჟინაძე დაჯარიმდნენ 1000-1000 ლარით და მიეცეთ 6-6 მატჩიანი დისკვალიფიკაცია; აქედან, ივანე ჭაბუკიანს მიეცა 1 წლიანი პირობითი სასჯელი;
ორივე გუნდს ჩაეთავალა ტექნიკური წაგება 0:3.
აქვე იმასაც გაცნობებთ, რომ ანალიგიურად დაჯარიმდნენ ხობის „კოლხეთი“ და მათი ფეხბურთელები – სულ ხუთი მოთამაშე.