<

გაგრა – სქური (წალენჯიხა) 4:1

თარიღი: ოქტომბერი 8, 2013

დღეს, თბილისში, „მერანის“ სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშების მე-6 ტურის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთის პირისპირ „გაგრა“ და წალენჯიხის „სქური“ წარსდგნენ. გაგრელთა უპირატესობა მთელი შეხვედრის მანძილზე აშკარა იყო. ჯერ კიდევ პირველ გატანილ გოლამდე, „გაგრამ“ ხუთი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ კი აბაიომი ოვონიკოკოს ბენეფისი დადგა – ამ უკანასკნელმა 29-ე და 31-ე წუთებზე ზედიზედ ორჯერ გამოიჩინა თავი. აქედან აღსანიშნავი პირველი გოლი იყო, როდესაც ჩინებულად მიიღო პასი, ცრუ მოძრაობით ჩამოიტოვა მეტოქე და ანგარიში გახსნა. მეორე გოლი ჟიშკარიანის გადაცემის შემდეგ ცარიელ კარში გაიტანა, ხოლო 43-ე წუთზე ნიკა ჭკუასელის ჩინებული გადაცემის შემდეგ მესამედ დაამწუხრა მეტოქე. მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ ვნახეთ ლამაზად გათამაშებული კომბინაცია – კალანდაძე მეტოქეს აართვა ბურთი, ჭკუასელმა და ოვონიკოკმ ლამაზად გაითამაშეს ბურთი და ჭკუასელმა მეკარესთან ერთი-ერთზე კაკუბავა დატოვა, რომელმაც ადვილად დაჩაგრა მეტოქე. პირველ ტაიმში რატი ცაცკრიალაშვილის მიერ დარტყმული მოხვდა ჯერ კიდევ პირველ გატანილ გოლამდე კარის ძელს. მეორე ტაიმში კი ოვონიკოკოს პოკერის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ამჯერადაც კარის ძელმა გადაარჩინა სტუმართა გუნდი. მეორე ტაიმში გარდა იმისა, რომ სტუმარმა რაფავამ საპასუხო გოლი გაიტანა, წალენჯიხელები ორჯერ იყვნენ გოლის გატანასთან საკმაოდ ახლოს. ჯერ კარის ხაზიდან გამოიტანა გაგრელთა მცველმა ბურთი, ხოლო შემდეგ კარის ძელსაც გაარტყეს ბურთი.

ძირითად შემადგენლობაში გიორგი გადრანს უნდა ეთამაშა, მაგრამ კუნთის მიმაგრების ადგილი მოთელვისას იტკინა და მისი ადგილი ზაურ ქარდავამ დაიკავა. ორ დღეში გვეცოდინება გადრანი შეძლებს თუ არა თერჯოლაში თამაშს. მეორე ტაიმში შეცვალეს გუგა ფალავანდიშვილი, რომელსაც მეტოქემ ხელზე ფეხი დააბიჯა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

7 ოქტომბერი. თბილისი. მერანი. 100 მაყურებელი

გაგრა – სქური 4:1 (3:0)

გოლები: 1:0, 2:0, 3:0 ოვონიკოკო 29, 31, 43, 4:1 კაკუბავა 49, 4:1 რაფავა 54

გაგრა: ბეგაშვილი, ხარაბაძე, კალანდაძე, ზ.ქარდავა, ჭაბუკიანი, ფალავანდიშვილი (მოსიაშვილი 46), ცაცკრიალაშვილი (ბ.ქარდავა 61), ჟიშკარიანი, კაკუბავა, ჭკუასელი, ოვონიკოკო (ფერცელიძე 58).

სათადარიგო: დობორჯგინიძე, მუსელიანი, მაგრაქველიძე, გადრანი

მწვრთნელი: ზ.ჯელაძე

სქური: ჯოლოგუა, ბოჯგუა, ყურუა, ქვარცხავა, მიქენაია, კალანდია, ხოჯანაშვილი, სართანია (კვირკვია 46), რაფავა, ფურთუხია (მაჭუტაძე 68), მორგოშია (შონია 57).

სათადარიგო: ხარჩილავა, ღარიბაშვილი, ი.ქარდავა, გ.ჭკუასელი

მწვრთნელი: გ.ციკოლია

მსაჯი: გ.ყრუაშვილი

FCGagra.GE



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

პოლონეთში ფანმა ოპერაციის დროს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს უყურა

პოლონეთში პაციენტმა “უმაღლესი კლასის” მომსახურება მიიღო და ოპერაციის დროს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს უყურა. ფეხბურთის ფანს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ძაკარდო: “კიდევ ერთი ქართველი ტალანტი აფეთქებისთვის მზადაა”

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” გადაყვანაში მთავარი მონაწილე პირი, საფეხბურთო აგენტი კრისტიან ძაკარდო კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგუერო და ფაბრეგასი მესის იცავენ – “აზრზე არ ხარ რა ხდება გასახდელში”

ლეგენდარული მექსიკელი მებრძოლი კანელო ალვერესი ლეო მესის მექსიკის ნაკრების მაისურისა და დროშის შეურაცხყოფის გამო დაემუქრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კატარელი ფანების პასუხი გერმანელებს – მესუთ იოზილი

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა იაპონიასთან პირველი თამაშის წინ გუნდური ფოტოს გადაღებისას პირზე ხელები აიფარეს და ასე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ღმერთს სთხოვოს, რომ ვერ ვიპოვო” – კანელო მესის ემუქრება

ლეგენდარული მექსიკელი მოკრივე კანელო ალვარესი ლეო მესის მექსიკის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და ლეოს ემუქრება. “ვნახე, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეს მომენტი ბევრს გამორჩა – მესის კუმირი, პაბლო აიმარი გოლის შემდეგ ატირდა (ვიდეო)

გუშინ არგენტინის ნაკრებმა მექსიკა 2-0 დაამარცხა. პირველი გოლი მესიმ საოცარი დარტყმით გაიტანა და არგენტინა დააწინაურა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ასეთი რამ ნანახი არ გექნებათ – მაროკოს მეკარე ჰიმნის შესრულების შემდეგ შეცვალეს

დღეს მაროკომ ჯგუფური ეტაპის მე-2 მატჩში ბელგიის ნაკრები 2-0 დაამარცხა. მაროკოს ჰიმნი მეკარე ბონომ გუნდთან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” “ნაპოლის” ვარსკვლავში 70 მილიონს იხდის

ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” ახალ ნახევარმცველს ეძებს, რომელიც ტონი კროოსისა და ლუკა მოდრიჩის შეცვლას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუდის არაბეთის მთავარი მწვრთნელის ემოციური სიტყვები (ვიდეო)

საუდის არაბეთის მთავარი მწვრთნელის, ერვე რენარის ემოციური სიტყვები არგენტინასთან პირველი ტაიმის 1-0 წაგების შემდეგ. Entretiempo […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბავშვი რონალდოს ვარცხნილობის გამო სკოლიდან გამოაგდეს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, რონალდოს უცნაური ვარცხნილობის გამო 12 წლის ინგლისელ ბავშვს სკოლაში პრობლემები შეექმნა. ალფი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ოლიმპიაკოსი” მარსელოს გუნდიდან აგდებს

მადრიდის “რეალიდან” წასვლის შემდეგ ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ “ოლიმპიაკოსში” წასვლა არ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ავსტრალიელმა მოთამაშემ 160 ათასი დოლარი წააგო არგენტინის მარცხით

ავსტრალიელმა მოთამაშემ არგენტინის ნაკრების მოგებაზე 160 ათასი დოლარი დადო და წააგო. Daily Mail-ის ინფორმაციით, გამარჯვების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედერაციის უმკაცრესი გადაწყვეტილება – არჩილ ბერიძის 1-წლიანი დისკვალიფიკაცია!

2022 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სამეგრელოში სახლთან ფანები დახვდნენ (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიას სამეგრელოში სახლთან ფანები დახვდნენ (ვიდეო) წყარო: Khvicha Kvaratskhelia Fans...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხოსე გაიას კოშმარი – ენრიკემ ფეხბურთელი “ტყუილად” გაუშვა

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ “ვალენსიას” კაპიტანი ხოსე გაია მსოფლიოს შეკრებიდან ტრავმის გამო გაუშვა […]...
წაკითხვა