“გაგრამ” 13 ფეხბურთელი დაიმატა
საფეხბურთო კლუბმა “გაგრამ” 13 ფეხბურთელი დაიმატა.
“გაგრას” რატი ცაცკრიალაშვილი (ბათუმის ,,დინამო”) , ივანე ხაბელაშვილი (თბილისის „მერანი“), გიორგი ივანიაძე („სამტრედია“), რატი კაკიაშვილი („თელავი“) დაუბრუნდნენ. ამ ფეხბურთელებთან ერთად გუნდი 2018 წელს თასის ფინალში და პლეი-ოფის ზონაში გავიდა.
კლუბში ასევე ჩაირიცხნენ: გიორგი ვეკუა („ვიტ ჯორჯია“, საყრდენი ნახევარმცველი), რომელიც ასევე „გაგრას“ აღზრდილია და მის ღირსებას იცავდა, შალვა სანაშვილი („შუქურა“ ქობულეთი, მარცხენა მცველი), თამაზ მაქაცარია („ვიტ ჯორჯია“, ფორვარდი), გია ჩადუნელი („დილა“ გორი, ცენტრალური მცველი), ლუკა ნოზაძე (რუსთავი, ცენტრალური მცველი), ნიკა ქავთარაძე („ვიტ ჯორჯია“, მეკარე). იჯარით, ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავენ საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრები დავით სამსონია (ბათუმის ,,დინამო” ცენტრალური მცველი), თბილისის „ლოკომოტივიდან“ – ცენტრალური მცველი ბექა ბუიღლიშვილი და მარცხენა მცველი ლუკა ჯაფარიძე.
გიორგი შანიძე („გაგრას“ სპორტული დირექტორი): „გაგრა“ წელს ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება, მაქსიმალისტები ვიქნებით ყველაფერში. სხვა შედეგი არ დაგვაკმაყოფილებს. ის ფეხბურთელები ვინც შევიძინეთ აუცილებლად გაგვაძლიერებენ. გვაქვს მოლოდინი რომ წელს ერთ-ერთი გამორჩეული სეზონი გვექნება, შეიძლება საუკეთესოც იყოს კლუბის ისტორიაში. რამდენიმე ფრონტზე მოგვიწევს ბრძოლა ჩემპიონატში და თასის გათამაშებაში. ასაკობრივი გუნდი კი „ოქროს ლიგაში“ იასპარეზებს, რაც ასევე დიდი მიღწევაა. გუნდმა შეკრება გაიარა, კარგი ატმოსფეროა როგორც ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, ისე ფინანსური კუთხით. იმის თქმა მსურს, რომ ყოველმხრივ მზად ვართ საუკეთესო შედეგის საჩვენებლად. სეზონის მსვლელობისას ვიმედოვნებთ, რომ რადიკალური ცვლილებების განხორციელება არ მოგვიწევს. თუ საჭირო გახდება, ამისთვისაც მზად ვართ, დანარჩენს კი თამაში გვიჩვენებს”.
გასულ სეზონში გუნდმა ელიგა მე-5 ადგილზე დაასრულა.
Fcgagra