„გაგრამ“ „საპოვნელა“ დაამარცხა
შაბათს 35-ე სკოლის სტადიონზე მოსამზადებელი მატჩი შედგა. ერთმანეთს პირველი ლიგის მონაწილე „გაგრა“ და უმაღლესი ლიგის ამჟამინდელი ერთ-ერთი აუტსაიდერი თერჯოლის „საპოვნელა“ შეხვდნენ.
ახალგაზრდა „გაგრელებმა“ წინა მოსამზადებელი მატჩები თბილისის „დინამოსთან“ და „ცხინვალთან“ ჩაატარეს და ორივე ამ შეხვედრაში იბრძოლეს – „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდნენ, თუმცა „ცხინვალს“ უხვგოლიან თამაშში 4:3 მოუგეს. წარმატებული მათთვის გუშინდელი მატჩიც გამოდგა, რომელიც თორნიკე კიკნაძის თავური დარტყმით გატანილი გოლით, ანგარიშით 1:0 მოიგეს.
„გაგრასთან“ შედარებით, „საპოვნელას“ გოლის გატანის რეალური შესაძლებლობები მხოლოდ ტაიმების ბოლოს ჰქონდა, თუმცა მათი გამოყენება თერჯოლელებმა ვერ შეძლეს. ერთ შემთხვევაში ბურთი „გაგრას“ მეკარე ტყეშელაშვილმა მოიგერია, მეორე შემთხვევაში კი გაგრელები გაშვებულ გოლს ძელმა გადაარჩინა.
შემდეგ მოსამზადებელ მატჩს „გაგრა“ ლანჩხუთის „გურიასთან“ გამარტავს, „საპოვნელა“ კი მომზადებას თურქეთში გააგრძელებს.