WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (217656) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

გაგრძელდება რომაული კოშმარი?

თარიღი: ნოემბერი 5, 2014

დღეს, ევროპის სტადიონზებზე ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩების დარჩენილი ნაწილი გაიმართება. Fanebi.com დღის გამორჩეული შეხვედრების პრევიუს გთავაზობთ.

ბაიერნი – რომა

დღევანხელ მატჩში გამარჯვება “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის შემდეგ რაუნდში ოფიციალურად გაიყვანს. გვარდიოლას გუნდის ახლანდელი ფორმა და ამ წყვილის პირველ მატჩში დაფიქსირებული რეზულტატი მიუნხენელ გულშემაკივრებს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.

გვარდიოლა ყოველთვის მიმართავს როტაციას და გამონაკლისი ალბათ არც მოახლოებული მატჩი იქნება. ყველაზე ხშირად მიუნხენელები სამი მცველით თამაშობენ და დიდი ალბათობით დღესაც აღნიშნულ ტაქტიკას გამოიყენებენ. ძირითად შემადგენლობაში მოსალოდნელია დანტეს დაბრუნება, რაც დაცვის ხაზში გარვეკულ გადაადგილებებს გამოიწვევს. შეტევაში კი გვარდიოლას უამრავი ვარიანტი აქვს.

“ბაიერნთან” დამარცხების შემდეგ “რომას” სერია A-შიც გაუფუჭდა საქმე. რუდი გარსიას გუნდმა ბოლო სამი მატჩიდან მხოლოდ ერთის მოგება შესძლო. ბუნებრივია, რომ ორი კვირის წინანდელ შემადგენლობასთან შედარებით რომაელები სასტარტოში გარკვეულ კორექტივებს შეიტანენ.

სავარაუდო შემადგენლობა:

ბაიერნი: ნოიერი, ბენატია, დანტე, ბოატენგი, ლამი, ჩაბი ალონსო, ალბა, რობენი, მიულერი, გიოტცე, ლევანდოვსკი.

რომა: დე სანქტისი, ტოროსიდისი, მანოლასი, იანგამვივა, ჰოლებასი, დე როსი, ნაინგოლანი, პიანიჩი, იტურბე, ტოტი, ჟერვინიო.

აიაქსი – ბარსელონა

“ბაიერნის” მსგავსად მომდევნო ეტაპის საგზურის გაფორმება დღეს “ბარსელონასაც” შეუძლია. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კატალონიელებთან ერთად პარალელურად საკუთარ თამაშს პსჟ არ წააგებს.

“აიაქსისგან” განსხვავებით ლუის ენრიკეს “ბარსელონა” ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია. “სელტასთან” მარცხის შემდეგ ესპანური პრესა კატალონიურ კლუბში კონფლიქტურ სიტუაციაზე ბევრს საუბრობს. კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით “ბარსელონაში” მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის კონფლიქტს აქვს ადგილი და ბოლო დროს ცუდი შედეგი სწორედ ამის ბრალია.

შეიძლება ითქვას, რომ “აიაქსისთვის” დღევანდელი მატჩი ერთ-ერთი ბოლო შანსია, რომელიც ამსტერდამელებმა “ბარსაში” არსებული ვითარებიდან გამომდინარე უნდა გამოიყენოს.

სავარაუდო შემადგენლობები:

აიაქსი: სილესენი, ვან რეინი, ველტმანი, მოისანდერი, ვირგევერი, სერერო, ანდერსენი, კლაასენი, შენე, ელ გაზი, სიგტორსონი.

ბარსელონა: ტერ შტეგენი, დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ჩავი, სუარესი, მესი, ნეიმარი.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

Champions_League_NEW_GEO



მსგავსი სიახლეები