გაიოზ ჩარკვიანი: “საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩემი შვილი ტყუილად არ გარდაცვლილა”

თარიღი: ივლისი 7, 2022

“ვიტ ჯორჯიას” 20 წლის ფეხბურთელი ვახო ჩარკვიანი დაახლოებით 1 წლის წინ კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა. მაშინ ოჯახი ექიმებს ადანაშაულებდა და დღეს ჩარკვიანის მამა “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში კვლავ ექიმებს ადანაშაულებს.

“რეგულირების სააგენტოს მივმართეთ ლიცენზიების საკითხთან დაკავშირებით, აგრეთვე, მივმართეთ, ვახტანგ ჩარკვიანის სამედიცინო ისტორიასთან და იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ამ ეტაპზე რეგულირების სააგენტოდან შუალედური დასკვნა მოვიდა, სადაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით 11 პუნქტში ედება ბრალი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება. არაერთი საკითხია დასადგენი, კიდევ ბევრი დოკუმენტაცია და დასკვნა მოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას სჩადიოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაცია და მედპერსონალი. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ სამედიცინო ისტორია გაყალბებული და გადაწერილი იყო.

ერთ-ერთ სერიოზულ ინსტიტუტში გრაფიკულ-კალიგრაფიული დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩავატარეთ. გვარებით და სახელებით არის გადმოცემული, თუ ვინ, რა დანაშაული ჩაიდინა, უბრალოდ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ვინაობას მოგვიანებით გავასაჯაროებ. სამედიცინო ისტორიის სავარაუდო გაყალბებასთან და ისტორიის გადაწერასთან გვაქვს საქმე, თუ რისთვის დასჭირდათ ეს, ამას გამოძიება დაადგენს. ეს ყველაფერი, რაც ისტორიაშია, გადაწერილია და ხელმოწერებიც გაყალბებულია, თითქოს, ესა თუ ის დანიშნულება ეძლეოდა ჩემ შვილს. გაყალბებული ისტორიიდანაც გვაქვს რეგულირების სააგენტოს დასკვნა, სადაც 7 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხია დამდგარი. რეგულირების სააგენტომ დაადგინა ექიმების მხრიდან გადაცდომის, შეცდომის, დაუდევრობის, გულგრილობის თუ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, სადაც თეთრზე შავად არის დაწერილი, რომ 7 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხია დამდგარი. ჯანდაცვის სამინისტრო დაადგენს მათი პასუხისმგებლობის საკითხს, რაც ლიცენზიის ჩამორთმევას, ექიმობის შეწყვეტას და ა.შ. გულისხმობს. ამ ექიმების მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლითაც უნდა მოხდეს ბრალის წარდგენა.

10 თვეა, რაც ჩემი შვილი გარდაიცვალა. ერთ-ერთმა კეთილსინდისიერმა ექიმმა ჩვენება მისცა, ის სხვადასხვა კლინიკაში მუშაობდა, მან ძალიან ბევრი შემაშფოთებელი ფაქტი დაადგინა.

მათ შორის, ჩემ შვილს არასწორად უკეთებდნენ აკრძალულ პრეპარატს, ის მედიკამენტი, რომელიც ვახტანგ ჩარკვიანს კლინიკაში უკეთდებოდა, პნევმონიის დროს აკრძალულია, ეს გახლავთ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 10-ჯერ აღემატება ჰეროინების ჯგუფს, ამას დამატებული მორფინი და კიდევ სხვა მედიკამენტები, რომელიც სასუნთქ ორგანოებს თრგუნავს და შესაძლოა, პაციენტის კომაში ჩავარდნა გამოიწვიოს, ამისთვის ნარკოლოგის კონსულტაცია იყო საჭირო. გადასხმები ინფუზიის წესით არასათანადოდ გააკეთეს, როგორ გაუძლო ამ ადამიანმა ამ ყველაფერს 19 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, არ ვიცი. გარდა ამისა, ჩვენც არაფერს გვეკითხებოდნენ, არსებობს მედიკამენტების ჯგუფი, რომელიც ოჯახის წევრებთან შეთანხმების გარეშე არ უნდა გამოიყენონ. ადვოკატებმა გამომძიებელს მივმართეთ, რომელიც ამ საქმეს გულისხმიერად მოეკიდა, ისინი ექსპერტიზას დანიშნავენ, ექსპერტებთან არაერთი კითხვა დაისმება, მათ შორის, ერთ-ერთი იქნება ესეც – შეეძლო თუ არა, გადამეტებული დოზით გაკეთებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ის შედეგი გამოეწვია, რაც ჩემი შვილის მიმართ დადგა.

საზოგადოებამ მინდა გაიგოს, რომ ახალგაზრდა ბიჭი ტყუილად არ გარდაცვლილა, ჯალათი ექიმების მიერ იქნა ჩემი შვილი მოკლული, ყველა ექიმი კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს, ამით ჩემი შვილი ვერ დამიბრუნდება, მაგრამ მისი სული მოისვენებს, ამასთან, საზოგადოებისთვის ნათელი იქნება, იმ ექიმთა ვინაობა, რომელთაც ამ ყველაფერში წვლილი მიუძღვით.

გარდაცვალებამდე სახეზე, მხარზე, მუხლზე ნაიარევი, ასევე ჰემატომები ჰქონდა. ჩემი მეუღლე რეანიმაციაში შევიდა, შვილისთვის სურათების გადაღება მოვახერხეთ. მანამდე ვიდეოთვალით ვესაუბრებოდით მას და ეს დაზიანებები არ ჰქონია, როცა აპარატზე შეაერთეს, დაზიანებები გაუჩნდა. არ ვიცი, ალბათ, ვიღაცამ ჩემი შვილი ფიზიკურად შეურაცხჰყო. ერთ-ერთ მოწმეს ჩვენება აქვს მიცემული, რომლის მიხედვითაც, როცა ჩემი შვილის გაპატიოსნება ხდებოდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მისმა მეგობრებმა იკითხეს, თუ რა დაზიანებები ჰქონდა ვახტანგ ჩარკვიანს. კლინიკაში მათ უთხრეს, რომ ეს „ნაწოლი“ იყო, ყველას მოგვეხსენება, რომ ერთი თვის დაწოლილ პაციენტს, რომელსაც სხვადასხვა მხარეს აწვენდნენ, „ნაწოლი“ არ უჩნდება, ეს სრული აბსურდია”, – აცხადებს გაიოზ ჩარკვიანი და ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ჯერ არ მიუღია.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ვინ დასახელდა “ნაპოლის” საუკეთესო მოთამაშედ?

“ნაპოლიმ” “ვერონა” 2-5 გაანადგურა და მოგებაში დიდი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა, რომელმაც ჯერ ანგარიში გაათანაბრა, [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი საგოლე პასი (ვიდეო)

ხვიჩამ გოლს საგოლე პასიც მიუმატა. Serie A 🇮🇹 Gol de Napoli 3-2 Piotr Zielinski ⚽🇵🇱pic.twitter.com/YVqGnskeRA […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩ კვარაცხელიას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა. Solo le tomó 37 minutos a Hirving Lozano […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპემ მესის მხარი გაჰკრა, ნეიმარს წაეჩხუბა (ვიდეო)

როგორც ჩანს, “პსჟ”-ს “სპორტული დირექტორი” კილიან მბაპე გუნდში კონტროლის აღებას ცდილობს და “მონპელიესთან” 5-2 მოგებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერი” რონალდოს გაგდებას აპირებს

The Sun-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” გუნდიდან კრიშტიანო რონალდოს გაგდებას აპირებს. პრემიერ ლიგაში პირველი 2 წაგების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება ბათუმის “დინამოში”? გუნდი სრულიად იცვლება

გუშინ ბათუმის “დინამომ” ეროვნულ ლიგაში გორის “დილა” სტუმრად 0-1 დაამარცხა. შეხვედრა ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა, ბათუმელები ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტიმ მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ყატარში წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა. “ყველაზე ძლიერებად ბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

თორნიკე ოქრიაშვილის მორიგი ღირსეული საქციელი

საფეხბურთო აკადემიამ “უქიმერიონი თბილისი” განცხადება გაავრცელა. აკადემიას ბოლო დროს ფინანსური პრობლემები აქვს. “დღეს ჩვენს ინსტაგრამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად მიდის ზურიკო დავითაშვილი? ტრანსფერი ჩაიშალა!

ბათუმის “დინამოს” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ბესი ჩიბურდანიძემ “პოდკასტ ბათუმთან” ზურიკო დავითაშვილის საფრანგეთში ტრანსფერზე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტიმ სამწვრთნელო კარიერის დასრულება დააანონსა

მადრიდის “რეალის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ “სამეფო კლუბი” მის სამწვრთნელო კარიერასი უკანასკნელი იქნება. “...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპე: “თუ კარიმი წელს “ოქროს ბურთს” ვერ მოიგებს, დაივიწყოს ეს ჯილდოR

“პარი სე-ჟერმენის” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში მთავარი ფავორიტები დაასახელა. “მთავარი პრეტენდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” და ბერნარდუ სილვა შეთანხმდნენ

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ ბერნარდუ სილვასთან შეთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამო” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ბათუმის “დინამო” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. “ძვირფასო გულშემატკივრებო, გვინდა გაცნობოთ, რომ რამდენიმე ფეისბუქ გვერდი და ე.წ. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოენტრაუ დისკვალიფიკაციით დასაჯეს, ფეხბურთელს კარიერა უკვე დასრულებული აქვს

მადრიდის “რეალის” ყოფილი მცველი ფაბიუ კოენტრაუ პორტუგალიაში დისკვალიფიკაციით კარიერის დასრულების შემდეგ დასაჯეს. ფეხბურთელი 2020-2021 წლებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ენრიკო ფედელე: “კვარაცხელიას კონტრაქტში უწერია, თუ თამაშში 3 დრიბლინგი არ გააკეთა, ა

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა და პრეზიდენტი დე […]...
წაკითხვა