გაისინი: “გვყავს საკმარისად ძლიერი ნაკრები იმისათვის, რათა საქართველო დავამარცხოთ”
რუსეთის ნაკრების წევრმა, რამილ გაისინმა საქართველოსთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა. გაისინი ფიქრობს, რომ მის გუნდს თბილისში გამარჯვება შეუძლია.
“საქართველო სერიოზული მეტოქეა და ამაზე ზედმეტი საუბარი საჭირო არცაა, ეს ყველას გვესმის. რაც მე ვთამაშობ, ისინი არასოდეს დაგვიმარცხებია. საჭიროა, რომ ფორმაში ვიყოთ. გვყავს საკმარისად ძლიერი ნაკრები იმისათვის, რათა საქართველოსთან გავიმარჯვოთ და ისტორია დავწეროთ.
რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე გვყავს, მაგრამ კარგი ახალგაზრდები გვემატებიან. გუნდის ბირთვი ჩამოყალიბებულია, კარგ რაგბის ვთამაშობთ. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ შევხვდებით ამ მატჩს”, – ციტირებს გაისინის სიტყვებს Rugger.info.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთის დაპირისპირება 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.