გაიტანი – “პსჟ”-სა და “მანჩესტერ სიტის” სამიზნე
“ბენფიკას” გარემარბი, ნიკოლას გაიტანი ორი კლუბის ყურადღების ცენტრში მოექცა.
არგენტინელმა ნოემბერში “არწივებთან” ხელშეკრულება 2018 წლამდე გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 35-დან 45 მილიონ ევრომდეა.
პორტუგალიური გამოცემა A Bola-ს თქმით, გაიტანმა ერთდროულად ორი გუნდის, “პსჟ”-სა და “მანჩესტერ სიტის” ყურადღება მიიქცია. 26 წლის შემტევი მიმდინარე სეზონში საკმაოდ პროგრესირებს.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ბოკა ხუნიორსის” აღზრდილით “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ვალენსია” ინტერესდებოდნენ.