გაიცანით ეროვნული ლიგის კენიელი ვარსკვლავი ამოს ნონდი, რომელიც “დილას” ხერხემალია

თარიღი: აგვისტო 8, 2020

გორის “დილა” 16 ქულით ეროვნული ლიგის ლიდერია და ყველა საუბრობს მიკოლა კოვტალიუკზე, გურამ გიორბელიძეზე, ნიკა გაგნიძეზე, ირაკლი ლექვთაძეზე, მაგრამ თითქმის არავინ იხსენებს ამოს ნონდი ობიეროს, გუნდის ხერხემალს.

ნონდი თითოეულ მატჩში დაუღალავად შრომობს, მოძრაობს მოედნის ყველა წერტილზე, სადაც საჭიროა და უბრალოდ, გუნდის შეუმჩნეველი ლიდერია.

“თავიდან არ იყო მარტივი ადაპტირების პროცესი, მე შორს ვიყავი ჩემი სახლიდან. არ ვიყავი კარგ ფორმაში, თუმცა თანაგუნდელების, მეგობრებისა და მწვრთნელის დახმარებით, შევძელი”, – ნონდი Fanebi.com-თან მის პირველ ქართულ დღეებს იხსენებს.

ამოსი 21 წლის კენიელი ნახევარმცველია, კენიაში ქვეყნის საუკეთესო კლუბის, “გორ მაჰიას” წევრი და კენიის 20-წლამდე ნაკრების კაპიტანი იყო. საქართველოში თავიდან ლაშა ჯაკობიას და მისი ყოფილი აგენტი მარტინის დახმარებით, ფოთის “კოლხეთში” მოხვდა.

პოპულარული ბრიტანული გამოცემა Goal.com ნონდის ქართულ დებიუტზე

 

“კოლხეთში” ფეხბურთელმა 16 მატჩი ჩაატარა და 2018 წელს გორის “დილაში” გადავიდა.

“დილაში” კარგ ფორმაში არ ჩავსულვარ, თუმცა ყოველდღე ვვითარდებოდი და ვვითარდები. თქვენ ჩემი საუკეთესო მხარე ჯერ კიდევ არ გინახავთ”.

ნონდიმ 2018 წელს 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2019 წელს უკვე გორელთა შეუცვლელი ფიგურა იყო. ის თამაშობდა მარჯვენა მცველადაც, ჰქონდა გარკვეული ჩავარდნები, მაგრამ “დილასთან” ერთად ჩამოყალიბდა კრეატიულ და ძლიერ ფეხბურთელად.

“მე ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ მიუხედავად ჩვენი მნიშვნელოვანი ფეხბურთელების ტრავმებისა და ხშირად მოედანზე 10 კაცით ყოფნისა, ჩვენ კვლავ პირველ ადგილზე ვართ. ყველა ფეხბურთელი უდიდეს შრომას დებს და თუ გჯერა შენი თავის, შენ ყველაფერს მიაღწევ და ეს მებრძოლი სული დღეს მწვრთნელებიდან მოთამაშეებზე გადმოდის”.

“დილა” 16 ქულით ეროვნული ლიგის ლიდერია (“დინამო” რამდენიმე წუთის წინ გალიდერდა და 1-ით მეტი მატჩი აქვს – რედ.) და ნონდი ამ გუნდის ხერხემალი. შესაძლოა, ეს არ ჩანს გოლებსა და საგოლე პასებში, მაგრამ შეუძლებელია ხედავდე “დილას” წარმატებას და ვერ ამჩნევდე კენიელს.

გუნდმა უკვე დაიწყო მოთამაშესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობა, რომელიც 1-ელ დეკემბერს იწურება.

ნონდი პორტუგალიურ “გიმარაეშთან” 2018 წელს აწარმოებდა მოლაპარაკებას, მაგრამ მაშინ არ შედგა. როგორც თვითონ აცხადებს, მასზე უფრო გამოცდილი აირჩიეს. 2 წლის შემდეგ კი “დილა” მას უკვე სოლიდურად აფასებს.

“დიახ, მე კენიის 20-წლამდე ნაკრების მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყავი და კაპიტანიც. ყველას ოცნებაა, რომ მისი ნაკრები წარადგინოს და ნაკრებში გამოიძახონ. “დილა” კარგი გუნდია და აქედან კენიის ნაკრებში მოხვედრა შემიძლია. ხანდახან, მწვრთნელს საკუთარი ფავორიტი პიროვნებები ჰყავს და ყველაფერი მხოლოდ კონკრეტულ გუნდში თამაშზე არ არის დამოკიდებული”, – საუბრობს ნონდი.

ამოსი 3 წლის წინ შავ ზღვაზე, ფოთში ჩამოვიდა და საქართველოში ბედნიერია.

“ბათუმი, ზღვის გამო, ჩემი საყვარელი ადგილია და გარემო ძალიან მაგარია. ვფიქრობ, საქართველოსა და კენიას შორის ის საერთოა, რომ ორივე ძალიან მეგობრულია ტურისტების მიმართ და მოსწონთ, საკუთარი ლამაზი ქვეყანა სხვებს აჩვენონ.”

მე მჯერა, ყველა ნაბიჯის უკან, რომელსაც ფეხბურთელი დგას, გარკვეული მიზეზი არსებობს. ჩემთვის, საქართველოში ჩამოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო და ადრე თუ გვიან, ძალიან ბევრი კარგი რამ მოხდება”, – განაცხადა ამოსმა.

21 წლის ნონდი დღეს ჩემპიონატის საუკეთესო საყრდენია და ეროვნულ ლიგაში კენიელი ვარსკვლავია. საქართველოს ჩემპიონატში ის საინტერესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და გორიდან ტრამპლინი გამოჩნდა ევროპისკენ.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

წარმოუდგენელი გოლი ინგლისში (ვიდეო)

“ნოთს ქაუნთი” – “ოქრსფორდ სიტი” ელიშა სემის გოლი Buckle in for one of the most […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასანო: “იუვენტუსმა” რონალდუს ტრანსფერით შეცდომა დაუშვა”

იტალიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა წევრმა, ანტონიო კასანომ, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ “იუვენტუსის” მხრიდან კრიშტიანუ რონალდუს [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ნემსაძემ მსაჯს შეაგინა – “დინამოს” მწვრთნელს წითელი ბარათი უჩვენე

27 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ლიგის ახალი სეზონი დაიწყო. გახსნით მატჩში თბილისის “დინამო” საკუთარ მოედანზე წყალტუბოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “დინამო ბათუმმა” “ტორპედო” ბოლოსკენ გატეხა

ეროვნული ლიგის ახალი სეზონის მე-2 მატჩს ქუთაისმა უმასპინძლა. “ტორპედოსა” და “დინამო ბათუმის” მატჩი მინიმალური ანგარიშით, [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო” “სამგურალი” ფრე დასრულდა – კუხიანიძე საუკეთესოა

ეროვნული ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩი “დინამო თბილისსა” და წყალტუბოს “სამგურალს” შორის ფრედ დასრულდა. 30-ე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიმდინარე სეზონის ეროვნულ ლიგაში პირველი გოლი სერგო კუხიანიძემ გაიტანა (ვიდეო)

თბილისის “დინამო – წყალტუბოს “სამგურალი” სერგო კუხიანიძის გოლი “დინამოს” კარში იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასანო: “იუვენტუსში” რონალდუს ტრანსფერი არასწორი პროექტია”

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ აღნიშნა, რომ ტურინის “იუვენტუსმა” კრიშტიანუ რონალდუს დამატებით შეცდომა დაუშვა. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალომ” “დინამოს” 24 წლის შემტევი დაიმატა

“დინამო თბილისის” 24 წლის შემტევი აკაკი შულაია კარიერას “საბურთალოში” გააგრძელებს. შულაიამ “საბურთალოსთან” 3-წლიან...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაუტარო მარტინესი: “ბარსელონასთან” მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი”

მილანის “ინტერის” ვარსკვლავმა, ლაუტარო მარტინესმა, “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერსა და საკუთარ მომავალზე ისაუბრა. არგენტინელი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დალასის” შემტევი: “მესი MLS-ში თუ გადმოვა, ფეხებს დავუკოცნი”

“დალასის” თავდამსხმელმა, ფრანკო ხარამ, ლეო მესის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ფრანკოს არგენტინის ნაკრებში [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

სამპაოლი კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

ხორხე სამპაოლი სამწვრთნელო კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ინფორმაციას “მარსელის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს. 60 წლის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯენარო გატუზო მკრეხელობის გამო დააჯარიმეს

“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო, მკრეხელობის გამო 3 ათასი ევროთი დააჯარიმეს. ინფორმაციას იტალიური გამოცემა Rai […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს უპასუხა

“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა Discovery Plus-თან ინტერვიუში ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა. შვედმა ფეხბურთელმა NBA-ს ვარსკვლავს ფე...
წაკითხვა
ფეხბურთი

მათე ცინცაძის პირველი გოლი ალბანეთში და გადარჩენილი ქულა (ვიდეო)

25 წლის ნახევარმცველმა მათე ცინცაძემ ალბანეთში გადასვლის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. “კუკეში” “ტეუტასთან” 2-1 მარცხებოდა [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგის ჩემპიონი? – “დინამომ” 14 ფეხბურთელი დაიმატა!

დღეს ეროვნული ლიგა 2 მატჩით განახლდება და 20:00 საათზე ქუთაისის “ტორპედო” “დინამო ბათუმს” მიიღებს. “ტორპედოს” [&he...
წაკითხვა