გახარიამ და კობიაშვილმა ბათუმში მშენებარე სტადიონი მოინახულეს (ფოტო)

თარიღი: დეკემბერი 8, 2019

2020 წლის გაზაფხულიდან ბათუმს UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ექნება. მოედნის სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც დასკვნით ეტაპზეა, დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაეცნო.

ამ ეტაპზე, სამუშაოები შიდა და გარე პერიმეტრზე ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. დასრულდა საფეხბურთო სტადიონის ფასადის და გადახურვის სამუშაოები, ასევე – გახმოვანების სისტემების მონტაჟი, დაიგო მინდვრის საფარი, მიმდინარეობს სკამების მონტაჟი.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სტადიონი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩების მასპინძლობასაც შეძლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტისა და ქალაქის განვითარების თვალსაზრისით, არამედ ქვეყანაში ტურიზმის სტიმულირებისთვისაც.

„არა მხოლოდ აჭარაში, არამედ სპორტულ ინფრასტრუქტურაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. ეს გახლავთ უეფას მეოთხე კატეგორიის სტადიონი, რომელიც მარტში უკვე დასრულდება და ხელს შეუწყობს როგორც რეგიონში ტურიზმის განვითარებას, ასევე სპორტის განვითარებას. მოგეხსენებათ, რომ ბათუმის „დინამო” ჩათვალეთ, რომ დღეს უკვე ქვეყნის ვიცე-ჩემპიონია და დარწმუნებული ვარ რომ თითოეულ ფეხბურთის გულშემატკივარს, ბათუმის, აჭარის რეგიონის დასავლეთ საქართველოს და მთლიანად საქართველოს ექნება საშუალება, თანამედროვე, უაღრესად მაღალტექნოლოგიურ სტადიონზე უგულშემატკივროს და ჩვენს ფეხბურთელებთან ერთად ვიზეიმოთ ის გამარჯვებები, რომელიც ჩვენ გვექნება სპორტში და აუცილებლად გვექნება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბათუმის „დინამო” ვიცე-ჩემპიონია ქვეყნის და მომავალი წლიდან მოუწევს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის სამშენებლო სამუშაოები პრემიერმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილთან ერთად დაათვალიერა.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ბათუმის “დინამომ” მეკარე “შუქურაში” გაუშვა

ქობულეთის “შუქურამ” ბათუმის “დინამოს” 19 წლის მეკარე ლუკა ხარატიშვილი დაიმატა. “დინამოში” გიორგი ბეგაშვილის მისვლი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფას დაჯილდოება — რომელმა მწვრთნელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან

ფიფას წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა ეროვნული ნაკრებების თავკაცების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფას დაჯილდოება — რომელმა ფეხბურთელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან

როგორც მოგეხსენებათ, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

საბა, საბა! – 20 ათასი თურქი გულშემატკივარი საბა ლობჟანიძის სახელს სკანდირებდა (ვიდე

საქართველოს ნაკრების შემტევმა თურქეთის სუპერ ლიგაში “გალათასარაის” 2 გოლი გაუტანა და “ჰათაისფორს” “გალასთან” 4-2 მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავით თაქთაქიშვილი: “დინამო სოხუმი ჩემპიონთა ლიგაზე გავა!”

“დინამო სოხუმის” გენერალური დირექტორი დავით თაქთაქიშვილი განცხადებას ავრცელებს. “დინამოს” ქალთა გუნდმა ბოლოს კენიის ეროვნული ნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია: “ფეხბურთი “რეალის” ამ ფეხბურთელმა შემაყვარა”

ხვიჩა კვარაცხელიამ გადაცემაში “ნოესთან” მის საყვარელ გუნდზე და ფეხბურთელზე ისაუბრა. “ერთ-ერთი მეოცნებე ბიჭია, რომელმაც ბავშვობიდან [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია: “მთავარი ადამიანი ჩემს წარმატებაში მამუკა ჯუღელია”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გადაცემაში “ნოესთან” მამუკა ჯუღელზე ისაუბრა. &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კობიაშვილი: “ქართულ ფეხბურთში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნულ ლიგაში არსებულ სიტუაციაზე გადაცემა “სპორტი იმედზე” ისაუბრა. “...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქუთაისის “ტორპედოს” ეროვნულ ლიგაში უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს

ქუთაისის “ტორპედოს” ტრანსფერების განხორციელების შემდეგ ეროვნულ ლიგაში ძალიან მაგარი შემადგენლობა აქვს და თითო პოზიციაზე მინიმუმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება შოთა არველაძის თავს?

48 წლის სპეციალისტმა 2020 წელს ტაშკენტის “ფახთაქორი” დატოვა და მას შემდეგ ისვენებს. გავრცელებული ინფორმაცია, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავით თარგამაძე 32 წლის ასაკში საუკეთესო ფიზიკურ ფორმაშია (ფოტოები)

32 წლის დავით თარგამაძე, რომელმაც კარიერა გასულ წელს დაამთავრა, ძალიან მაგარ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება. თარგამაძე, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძე ახალ გუნდში გადადის

“ფეჰერვარის” 27 წლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე იჯარის წესით კარიერას “ზალაეგერშეგში” გააგრძელებს. ბუდუს მიმართ ინტერესს პოლო...
წაკითხვა
ფეხბურთი

თუ ვინმეს სასწრაფოდ არ დაჭირდა – კვარა “რუბინში” რჩება

საქართველოს ნაკრების 20 წლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულამდე ყაზანის “რუბინს” არ დატოვებს. როგორც რუსული პრესა […]...
წაკითხვა