გახდება სუარესი კიელინის თანაგუნდელი?

თარიღი: ივლისი 26, 2022

ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა შესაძლოა MLS-ს მიაშუროს.

“მუნდო დეპორტივოს” თანახმად, 35 წლის თავდამსხმელს “ლოს-ანჯელესი” მოკლევადიან კონტრაქტს სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ კლუბმა უკვე დაიმატა გარეტ ბეილი და ჯორჯო კიელინი.

შეგახსენებთ, რომ სუარესსა და კიელინის შორის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ურუგვაისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას სუარესმა კიელინის მხარზე უკბინა, რის გამოც მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ურუგვაელი ფეხბურთელი ოთხთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. წლების შემდეგ ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა დათბა.

ლუის სუარესი ბოლოს მადრიდის “ატლეტიკოში” გამოდიოდა. მან ესპანური კლუბი 2021-2022 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა. სუარესმა ესპანეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 35 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ბარსელონა” და ბერნარდუ სილვა შეთანხმდნენ

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ ბერნარდუ სილვასთან შეთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოენტრაუ დისკვალიფიკაციით დასაჯეს, ფეხბურთელს კარიერა უკვე დასრულებული აქვს

მადრიდის “რეალის” ყოფილი მცველი ფაბიუ კოენტრაუ პორტუგალიაში დისკვალიფიკაციით კარიერის დასრულების შემდეგ დასაჯეს. ფეხბურთელი 2020-2021 წლებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კეილორ ნავასი ხვიჩას თანაგუნდელი ხდება

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ “პარი სენ-ჟერმენის” მეკარე კეილორ ნავასი ამ ზაფხულს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კავანი “დორტმუნდში” მიდის

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი ედინსონ კავანი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს. “ბილდის” ცნობით, 35 წლი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალის” თავდამსხმელი “ხეტაფეში” გადავიდა

ესპანელი თავდამსხმელი ბორხა მაიორალი მადრიდის “რეალიდან” “ხეტაფეში” გადავიდა. 25 წლის ფეხბურთელმა ხუთწლიანი შრომითი ხელშეკრულე...
წაკითხვა
ფეხბურთი

თორნიკე ოქრიაშვილმა კორეულ კლუბში სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, თორნიკე ოქრიაშვილმა სამხრეთ კორეულ “ჩონბუკში” სამედიცინო შემოწმება ვერ გაირა, რაც იმას [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

პუტინის სახელის სკანდირებისთვის “ფენერბაჰჩეს” უეფასგან სასჯელი ელის

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა თურქული “ფენერბაჰჩეს” წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიწყო. ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბალოტელი: “ყოველთვის ვოცნებობდი “ნაპოლიში” თამაშზე”

თურქული “ადანა დემირსფორის” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი გამოტყდა, რომ ყოველთვის სურდა “ნაპოლის” რიგებში თამაში. 31 წლის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “აიაქსის” ფეხბურთელი დაიმატა

ამსტერდამის “აიაქსის” მცველი ლისანდრო მარტინესი კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. 24 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა “მანჩე...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასპერ შმეიხელი “ლესტერს” ტოვებს

“ლესტერ სიტის” კიპერმა კასპერ შმეიხელმა გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ფრანგული გამოცემა “ლეკიპი” იუწყება, რომ 35 [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამომ” “დილას” პაატა ღუდუშაურში 100 ათასი ლარი გადაუხადა?

გორის “დილას” შემტევი პაატა ღუდუშაური კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს. ჟურნალისტ სალომე საგინაშვილის ინფორმაციით, R...
წაკითხვა
ფეხბურთი

იოზილი “ისთანბულ ბაშაქშეჰირში” გადავიდა

გერმანელი ნახევარმცველი მესუთ იოზილი “ისთანბულ ბაშაქშეჰირის” ღირსებას დაიცავს. მხარეებმა ორწლიანი კონტრაქტი, სქემით “1+1” გააფ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანი ალვესი: “ბებერი ვარ? არ გეთანხმებით”

ბრაზილიელმა მცველმა დანიელ ალვესმა საკუთარ ასაკზე კომენტარი გააკეთა. “ვიცი, რომ ყველა ჩემს ასაკზე საუბრობს. ამბობენ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ჯიმი ტაბიძე თბილისის “დინამოს” ფეხბურთელია

რამდენიმე წუთის წინ თბილისის “დინამომ” ოფიციალურად დაადასტურა ჯიმი ტაბიძის ტრანსფერი. ჯიმის 2-წლიანი კონტრაქტი ბელგიურ “კორტრაიკთან&...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპე რეინა ყოფილ კლუბში დაბრუნდა

ვეტერანი ესპანელი მეკარე ხოსე რეინა სამშობლოში დაბრუნდა. 39 წლის კიპერი “ვილიარეალის” კარს დაიცავს. მხარეებს შორის […]...
წაკითხვა