გახოკიძე: გიოს ინიციატივა იყო, რომ “ბერსხოტთან” ეთამაშა, რათა შემდეგ ნაკრებში წამოსულიყო
გიორგი ჩაკვეტაძის აგენტმა, გოგა გახოკიძემ განაცხადა, რომ გიოს საქართველოს ნაკრებში თამაში სურდა და “ბერსხოტის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა სწორედ ამიყომ მიიღო.
როგორც იცით, ჩაკვეტაძემ ბელარუსთან ვერ ითამაშა. შეხვედრის დასრულდების შემდეგ, ვაისმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი “გენტის” ბოლო მატჩში ტრავმირებული ათამაშეს და ნაკრებში ტრავმით ჩამოვიდა.
“გიორგიმ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, “რაპიდთან”, სადაც პენალტი გამოიმუშავა და ტრავმა მიიღო. ეს ტრავმა წარსულში გაკეთებულ ოპერაციას არ უკავშირდება. კიევის “დინამოსთან” ვერც საშინაო და ვერც საგარეო მატჩებში ვერ ითამაშა. მკურნალობდა, უნდოდა ნაკრებისთვის მომზადებულიყო და ეთამაშა.
4 ოქტომბერს “ბერსხოტის” წინააღმდეგ თამაში სურდა და მწვრთნელს ამის შესახებ უთხრა, რადგან შემდეგ ნაკრებში წამოსულიყო. ნახევარი საათი ითამაშა, რომ არ ეთქვათ: თუ არ თამაშობ, მაშინ რატომ უნდა წახვიდე ნაკრებში? ითამაშა იმიტომ, რომ წამოსულიყო ნაკრებში და ბელარუსის წინააღმდეგ ყოფილიყო. ეს გიოს ინიციატივა იყო. “გენტს” არ დაუძალებია. ტრავმა გაუმიზეზდა და ნაკრებში მატჩი ვერ ჩაატარა. ძალიან გულდასაწყვეტია.
იყო იმაზე ლაპარაკი, რომ “გენტში” ფეხბურთელებს არ უფრთხილდებიან. შეეძლოთ უფრო ადრეც გაეკეთებინათ ოპერაცია. არის ის მომენტიც – სად ტრავმირებულ ფეხბურთელს რომ გაყიდი და სად ჯანმრთელს. “გენტიც” რომ თავის თავზე ფიქრობს, რა თქმა უნდა”, – განაცხადა გოგა გახოკიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.
გიორგი ჩაკვეტაძე ოქტომბერში, სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გასამართ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.