“გალა” “ბეშიქთაშს” დაეწია
თურქული სუპერლიგის მე-16 ტურის ცენტრალური შეხვედრა რესეპ ტაიპ ერდოღანის სტადიონზე გაიმართა, სადაც “ბეშიქთაშმა” “გალათასარაის” უმასპინძლა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მატჩის ბედი მეორე ნახევარში გადაწყდა. ანგარიში შესვენებიდან 5 წუთში, ფელიპე მელომ გახსნა. მალევე “ბეშიქთაში” კაცნაკლული დარჩა. 63-ე წუთზე წითელი ბარათი კავლაკმა მიიღო, რომელმაც თამაშის წესი იმავე მელოზე დაარღვია, შემდეგ კი სნეიდერთან მოუვიდა მცირე კონფლიქტი და მოედანი ვადაზე ადრე დატოვა.
მატჩის დასრულებამდე დრო რჩებოდა და გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქნდა, თუმცა საბოლოოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე ბურაკ ილმაზმა მეორე გოლი გაიტანა საკუთარ გუნდის მნიშვენლოვანი გამარჯვება დააფიქსირა.
“ბეშიქთაშმა” პირველი ადგილი “ფენერს” დაუთმო, “გალათასარაი” კი თავის დღევანდელ მეტოქეს გაუთანაბრდა.
ბეშიქთაში 0-2 გალათასარაი
გოლები: ფელიპე მელო 50′ ; ბურაკ ილმაზი 90+5′