“ლივერპულის” თავდამსხმელი დივოკ ორიჯი, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “გალათასარაიში” გადავიდეს.
“ლივერპული” მზად არის ორიჯი 20 მილიონად გაყიდოს, მაგრამ”გალათასარაი” ფინანსური ფეარ-პლეის გამო ამ თანხის გადახდას ვერ შეძლებს.
შესაბამისად, თურქები ფეხბურთელის არენდით აყვანას აპირებენ და ორიჯს გუნდში საკმარის სათამაშო დროს პირდებიან.
ორიჯი მერსისაიდელებში 2014 წლიდან ირიცხება და 2 სეზონი იჯარის წესით “ლილში” და “ვოლფსბურგში” აქვს გატარებული.